თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 20:14
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3281,
კომენტარები: 19
შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?
რა ელოდება გერმანელს ახალ "იუნაიტედში".
შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბასტიან შვაინშტაიგერი ჟოზე მოურინიოს შეხვდება. 2016/17 წლების სეზონი კი გერმანელი ნახევარმცველისთვის გადამწყვეტი იქნება. გთავაზობთ სტატიას ბასტიან შვაინშტაიგერის ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მომავალზე.

შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?


აგვისტო, 2010 წელი. "ბაიერნის" რიგებში მყოფი ბასტაინ შვაინშტაიგერი , "რეალის" წინააღმდეგ პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, მოედანს იმედგაცრუებული ტოვებს. ეს იყო უკანასკნელი ფრანც ბეკენბაუერის თასი, რომელმაც აჩვენა, რომ ჟოზე მოურინიოს ნებისმიერი აზრი, შეიძლება ნათლად და წარმატებულად განხორციელდეს.

"ალიანც არენის" ლაბირინთიდან გამოსვლის დროს, ჯერ კიდევ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შვაინშტაიგერს შეხვდა. მათი თვალები ერთმანეთს "დაეჯახნენ". "მე შენი შეძენა გასულ წელს მსურდა, თუმცა არაფერი გამოვიდა, მაგრამ მომავალ სეზონში ჩვენ აუცილებლად ერთად ვიმუშავებთ."-ეს არის სიტყვები, რომლითაც პორტუგალიელმა გერმანელს შეხვედრის დროს მიმართა.

მოურინიო აფასებს შვაინშტაიგერს

ექვსი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღეს მოურინიოს ოცნება ახდა. ორი მსოფლიოს ვარსკვლავის გზა, ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბს - "მანჩესტერ იუნაიტედში" შეერთდა.

ჟოზე და ბასტიანი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია რაც იცნობენ და შესანიშნავი ურთიერთობაც აქვთ. "რეკორდმაისტერში" თამაშისას, მოურინიოს მისი შეძენა ჯერ "ინტერში", ხოლო შემდეგ კი "რეალში" მუშაობისას სურდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე მოურინიომ გერმანიის ნაკრებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "გერმანია ყოველთვის ყველაზე საუკეთესოდ ასპარეზობს, როდესაც გუნდში შვაინშტაიგერია, რომელიც ნახევარდაცვის ხაზს ასტაბილურებს."


თუმცა,ბასტიანი არ არის ჩვეულ ფორმაში


მას შემდეგ, რაც მოურინიომ ეს ფრაზა წარმოთქვა, ორი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. შვაინშტაიგერს არ აქვს ნაკრებში უკვე ისეთი როლი, როგორიც ეს მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფის დროს ჰქონდა. გარდა ამისა, 31 წლის ნახევარმცველს პერიოდული ტრავმები აწუხებს, რის გამოც გასულ სეზონში იგი მოედანზე იშვიათად გამოდიოდა.

ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" ძველი დიდების დაბრუნებას კვლავ ეცდებიან, სწორედ ამიტომ კლუბის ბოსებმა ჟოზე მოურინიოს სრული თავისუფლება მისცეს.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მოურინიოს, ტრანსფერების განსახორციელებლად ასტრონომიულ თანხას, 260 მილიონ ევროს გამოუყოფენ.



ჯდება თუ არა მომავალი სეზონის გეგმებში ბასტიანი?


იქნება მოუს პირველი "მსხვერპლი" შვაინშტაიგერი? ლუი ვან გაალთან მუშაობის დროს, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით გერმანელი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, პორტუგალიელი სპეცალისტის მოსვლის შემდეგ, კი სავარაუდოდ შვაინი საკუთარ "განსაკუთრებულ სტატუსს" დაკარგავს.

პიროვნება, როგორც უპირატესობა

"იმ შემთხვევაში, თუ შვაინშტაიგერი "განსაკუთრებულის" სისტემაში ვერ ჩაჯდება, შედეგი გადამწყვეტი და ფატალური იქნება. ვან გაალისა და გვარდიოლას ხელმძღვანელობის შემდეგ, 31 წლის ფეხბურთელს კარგი ფიზიკური ფორმა და სწრაფი რეაგირება მართებს. შვაინშტაიგერს კი ნახევარდაცვაში საკმაოდ ნელი თამაში ახასიათებს.

მეორე მხრივ, ფიზიკურ კომპონენტთან ერთად მოურინიო წამყვანს მოთამაშეებში დიდ უპირატესობას, პიროვნულ ხასიათს ანიჭებს. წინა კლუბებში, პორტუგალიელის თითოეული მოთამაშე ქარიზმატული და ავტორიტეტული სტრატეგი იყო. დეკუ "პორტოში", სტანკოვიჩი "ინტერში", ლამპარდი "ჩელსიში" და ალონსო - "რეალში" - ყველანი საკუთარი ქმედებებით გამოირჩეოდნენ და ამით მოწინააღმდეგეზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. შვაინშტაიგერს კი ამის ძალა ნამდვილად შესწევს.
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
24 ივნისი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ჯერ ვერ ამართლებს და ახალი სეზონიდან ვნახოთ
0
№12
ავტორი: Legend Sir Alex
24 ივნისი 2016 22:59
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ბასტი საჭირო კაცია და უნდა დარჩეს გუნდში, ამის კალსი და თამაშის ჟინი ძალაინ გამოგვადგება love
0
№13
ავტორი: dybbuk
25 ივნისი 2016 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: Old Red Devil
ხუმრობთ თუ რა არის? რა ბასტიანი კარგით რა.რისი გამკეთებელია.მასეთი კერიკი გვყავს უკვე. აღარაა დრო ასაკიანი ლეწვადი იგროკების რომლებიც ბალანსს იცავენ.გუნდში ამაზე უფრო სასარგებლო ცენტრებიც არიან. ეს და შნაიდერა ნარდად არ ისმახურებენ სასტარტოს. თუმც მამენტ გაშვებაც არ ვარგა. კონკურენცია უნდა იყოს

ჯერ ერთი კერიკთან ბასტიანი რა მოსაყვანია, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, რას ლაპარაკობ ბრატ ტეხავს, არაა ბევრი ფეხბურთის ცოდნა საჭირო მისი დონე რო შეაფასო, არგუმენტების მოყვანაც ზედმეტია ეხა იმის სათქმელად თუ ვინაა შვაინშტაიგერი და რა შეუძლია
0
№14
ავტორი: მარსიალი
25 ივნისი 2016 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
შვაინასს ვუშვებთ და ლინგარდ დეპაებს ვტოვებთ მოუ პირველი დეპაის ააცმევინებს !
0
№15
ავტორი: levionok
25 ივნისი 2016 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს რა უბედურებაა 31 წლი ფეხბურთელი ბებერია და მას თამაში არ ეუძლია? თან ბასტის ამპლუის კაცს ძაან მაგარია და ორი აზრი არ არის მსოფლიო ჩემპიონები კაპიტანია და ის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებ გუნდების კლასი ასეთი პეხბურთელებით განისაზღვრება ეშლი იანგი დავტოვოთ ლინგარდი დავტოვოთ კერიკი დავტოვეთ და ნუ დაწერთ ისეთ სისულელეს თითქოს ქერიქი ჯობია შვაინშტაიგერს
0
№16
ავტორი: pere
25 ივნისი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
31 წლის ნახევარმცველი სულაც არაა ასაკში, ნახევარდაცვაში ამის სისწრაფეზე მეტად მისი ტექნიკა და გამოცდილება უფრო ჭირდება მანჩესტერს.
0
№17
ავტორი: stepno
25 ივნისი 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Magrad mixariaa ro basti manchestershiaaa magrad me8medebaa da amis udidesi klasis da gamocdilebis didi imedi maq

Magrad mixariaa ro basti manchestershiaaa magrad me8medebaa da amis udidesi klasis da gamocdilebis didi imedi maq
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 13:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დატოვებს დიდი ალბათობით
0
№19
31 ივლისი 2016 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
არაა ბასტი გასაშვებიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top