გერმანული მედია იტყობინება, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჰენრიხ მხითარიანის გაყიდვის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მლნ. ევროს ითხოვს.
27 წლის მხითარიანი "ბორუსიაში" თავისი კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო სეზონს ატარებს და მისი აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს.
რაიოლასვე თქმით, "წითელმა ეშმაკებმა" მხითარიანის ტრანსფერისთვის 24 მლნ. ევრო შესთავაზეს გერმანელებს, მაგრამ დორტმუნდული კლუბი წინადადებას არ დასთანხმდა, რადგანაც თავის ლიდერთან განშორება არ სურს და ამის ნაცვლად მას კონტრაქტს ბოლომდე ამოაწურვინებს.
თუმცა, გერმანული მედიის წარმომადგენლები Bild-ი და kicker-ი იტყობინებიან, რომ "ბორუსიამ" თავისი პოზიცია შეცვალა და მზად არის, 40 მლნ. ევროს შეთავაზების შემთხვევაში მოლაპარაკებები წამოიწყოს.