თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2973,
კომენტარები: 21
"ბორუსია" დათმობაზე წავიდა
გერმანული კლუბი ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერის თაობაზე უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა.
გერმანული მედია იტყობინება, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჰენრიხ მხითარიანის გაყიდვის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მლნ. ევროს ითხოვს.

27 წლის მხითარიანი "ბორუსიაში" თავისი კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო სეზონს ატარებს და მისი აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს.

რაიოლასვე თქმით, "წითელმა ეშმაკებმა" მხითარიანის ტრანსფერისთვის 24 მლნ. ევრო შესთავაზეს გერმანელებს, მაგრამ დორტმუნდული კლუბი წინადადებას არ დასთანხმდა, რადგანაც თავის ლიდერთან განშორება არ სურს და ამის ნაცვლად მას კონტრაქტს ბოლომდე ამოაწურვინებს.

თუმცა, გერმანული მედიის წარმომადგენლები Bild-ი და kicker-ი იტყობინებიან, რომ "ბორუსიამ" თავისი პოზიცია შეცვალა და მზად არის, 40 მლნ. ევროს შეთავაზების შემთხვევაში მოლაპარაკებები წამოიწყოს.

წყარო: the sun
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
25 ივნისი 2016 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Modii somex
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top