თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 09:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2197,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ანტუან გრიზმანს ვერ შეიძენს.
ოფიციალურად: გრიზმანმა
ანტუან გრიზმანმა მის ირგვლივ არსებულ ჭორებს წერტილი დაუსვა, რამეთუ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეთანხმება გაახანგრძლივა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს ზაფხულში დიდძალი თანხის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მისით კი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, თუმცა გრიზმანი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა რიგებში დარჩა.

ატლეტიკოს განცხადებაში ნათქვამია: "ანტუან გრიზმანმა ჩვენს კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდე გაახლა. კონტრაქტი.

სხვათაშორის, ფრანგმა თავდამსხმელმა თავისი საკონტრაქტო ურთიერთობა "ატლეტიკო მადრიდთან" მხოლოდ ერთი სეზონით გაახანგრძლივა".


25 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ "რეალ სოსიედადის" რიგებში რეგულარულად იტანდა გოლებს, 2014 წელს "ვისენტე კალდერონზე" გადასვლის შემდეგ კი თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად იქცა.

მადრიდელთა რიგებში გატარებულ პირველ სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო სეზონში - 32.

ასეთმა შედეგებმა გრიზმანი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბების სატრანსფერო სამიზნედ აქცია, მაგრამ მაკონში დაბადებულმა ფორვარდმა ესპანეთის დედაქალაქის დატოვება არ ისურვა.

"ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახსა და პროექტში ჩემი ყოფნა გრძელდება. ყოველ წელს ვცდილობ გავუმჯობესდე და კლუბი, მწვრთნელები და ჩემი თანაგუნდელები ამის საშუალებას მაძლევენ", - განაცხადა ფრანგმა.

თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, თავის სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა: "პირადად მე რაც შემეხება, უფრო მეტი გოლის გატანა, უფრო მეტი მატჩის ჩატარება, უფრო მეტი საგოლე გადაცემის გაკეთება მსურს... ჩემი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ წინა წელზე უკეთესი ვიყო.

გუნდური თვალსაზრისითაც იმასვე ვცდილობთ, რომ წინა წელზე უკეთ გამოვიყურებოდეთ".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2016 09:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ გრიზსაც და ყოჩაღ სიმეონესაც. პირველს იმიტომ, რომ ერთგული დარჩა, მეორე იმიტომ, რომ ლიდერებს ინარჩუნებს.

ძალიან მინდოდა გრიზმანი მანჩესტერში, მაგრამ რას ვიზამთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
24 ივნისი 2016 09:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვინმეს აქვს იმედი, რომ ნეიმარი, გრიზმანი, პოგბმა ან თუნდაც დიბალა გადმოვა?
0
№3
ავტორი: Lev
24 ივნისი 2016 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ციტატა: AkkRed
ვინმეს აქვს იმედი, რომ ნეიმარი, გრიზმანი, პოგბმა ან თუნდაც დიბალა გადმოვა?

ჩვენ უნდა ვიპოვოვოთ ტალანტები და ნეიმარებად, გრიზმანებად პოგბებად და უფრო უკეთესებად გავზარდოთ. ამაზე მაგარი არაფერი არ იქნება. ვნახოთ იქნებ რეშფორდმა წელს გრიზმანი და ნეიმარი დაგვავიწყოს ღმერთმა ქნას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: AkkRed
24 ივნისი 2016 09:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ციტატა: Lev
ციტატა: AkkRed
ვინმეს აქვს იმედი, რომ ნეიმარი, გრიზმანი, პოგბმა ან თუნდაც დიბალა გადმოვა?

ჩვენ უნდა ვიპოვოვოთ ტალანტები და ნეიმარებად, გრიზმანებად პოგბებად და უფრო უკეთესებად გავზარდოთ. ამაზე მაგარი არაფერი არ იქნება. ვნახოთ იქნებ რეშფორდმა წელს გრიზმანი და ნეიმარი დაგვავიწყოს ღმერთმა ქნას


ყოველთვის გუნდი მაგით გამოირჩეოდა, ყოველთვის გყვავდა რამოდენიმე ახალწვეული, რომლის იმედი გვქონდა და მათგან დიდ ფეხბურთს ველოდით, იმედია გაგრძელდება ეს ტრადიცია.
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
24 ივნისი 2016 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
არადა კაი იქნებოდა ეს
0
№6
ავტორი: Legend Sir Alex
24 ივნისი 2016 10:17
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სიმეონე რო დარჩა, ცხადი იყო რო ანტუანიც დარჩებოდა ატელეტიკოში.
0
№7
ავტორი: hemi
24 ივნისი 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
არც მქონდა ამის გადმოსვლის იმედი კი გაასწორებდა ისე გრიზმანუ აი დაგვხატავდა რასაც ქვია
0
№8
ავტორი: kantona-7
24 ივნისი 2016 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი იქნებოდა ამის მოსვლა მაგრამ არაუშავს ხამესი იყიდონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: nikala2000
24 ივნისი 2016 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: AkkRed
ციტატა: Lev
ციტატა: AkkRed
ვინმეს აქვს იმედი, რომ ნეიმარი, გრიზმანი, პოგბმა ან თუნდაც დიბალა გადმოვა?

ჩვენ უნდა ვიპოვოვოთ ტალანტები და ნეიმარებად, გრიზმანებად პოგბებად და უფრო უკეთესებად გავზარდოთ. ამაზე მაგარი არაფერი არ იქნება. ვნახოთ იქნებ რეშფორდმა წელს გრიზმანი და ნეიმარი დაგვავიწყოს ღმერთმა ქნას


ყოველთვის გუნდი მაგით გამოირჩეოდა, ყოველთვის გყვავდა რამოდენიმე ახალწვეული, რომლის იმედი გვქონდა და მათგან დიდ ფეხბურთს ველოდით, იმედია გაგრძელდება ეს ტრადიცია.

წელს უყურეთ დეპაიმ რეები ქნას ! am
0
№10
ავტორი: U N I T E D
24 ივნისი 2016 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ვაი თუ მემფისი ათამაშდააააააა 3d_5
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top