თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 09:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2198,
კომენტარები: 11
ოფიციალურად: გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ანტუან გრიზმანს ვერ შეიძენს.
ოფიციალურად: გრიზმანმა
ანტუან გრიზმანმა მის ირგვლივ არსებულ ჭორებს წერტილი დაუსვა, რამეთუ მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეთანხმება გაახანგრძლივა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს ზაფხულში დიდძალი თანხის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მისით კი "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, თუმცა გრიზმანი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა რიგებში დარჩა.

ატლეტიკოს განცხადებაში ნათქვამია: "ანტუან გრიზმანმა ჩვენს კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდე გაახლა. კონტრაქტი.

სხვათაშორის, ფრანგმა თავდამსხმელმა თავისი საკონტრაქტო ურთიერთობა "ატლეტიკო მადრიდთან" მხოლოდ ერთი სეზონით გაახანგრძლივა".


25 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ "რეალ სოსიედადის" რიგებში რეგულარულად იტანდა გოლებს, 2014 წელს "ვისენტე კალდერონზე" გადასვლის შემდეგ კი თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად იქცა.

მადრიდელთა რიგებში გატარებულ პირველ სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო სეზონში - 32.

ასეთმა შედეგებმა გრიზმანი "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბების სატრანსფერო სამიზნედ აქცია, მაგრამ მაკონში დაბადებულმა ფორვარდმა ესპანეთის დედაქალაქის დატოვება არ ისურვა.

"ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახსა და პროექტში ჩემი ყოფნა გრძელდება. ყოველ წელს ვცდილობ გავუმჯობესდე და კლუბი, მწვრთნელები და ჩემი თანაგუნდელები ამის საშუალებას მაძლევენ", - განაცხადა ფრანგმა.

თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, თავის სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა: "პირადად მე რაც შემეხება, უფრო მეტი გოლის გატანა, უფრო მეტი მატჩის ჩატარება, უფრო მეტი საგოლე გადაცემის გაკეთება მსურს... ჩემი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ წინა წელზე უკეთესი ვიყო.

გუნდური თვალსაზრისითაც იმასვე ვცდილობთ, რომ წინა წელზე უკეთ გამოვიყურებოდეთ".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივნისი 2016 16:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Lev
ციტატა: AkkRed
ვინმეს აქვს იმედი, რომ ნეიმარი, გრიზმანი, პოგბმა ან თუნდაც დიბალა გადმოვა?

ჩვენ უნდა ვიპოვოვოთ ტალანტები და ნეიმარებად, გრიზმანებად პოგბებად და უფრო უკეთესებად გავზარდოთ. ამაზე მაგარი არაფერი არ იქნება. ვნახოთ იქნებ რეშფორდმა წელს გრიზმანი და ნეიმარი დაგვავიწყოს ღმერთმა ქნას


გეთანხმები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top