თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2016, 11:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2875,
კომენტარები: 16
მხითარიანის ალტერნატივა უელსელი იქნება
მოურინიომ ალტერნატიული სამიზნე შეარჩია.
მხითარიანის ალტერნატივა უელსელი იქნება
თუკი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰენრიხ მხითარიანის შეძენას ვერ მოახერხებს, მისი მომდევნო სატრანსფერო სამიზნე აარონ რემსი იქნება.

ჟოზე მოურინიო მზად არის, "არსენალს" 50 მლნ. ფუნტი გადაუხადოს უელსელ ნახევარმცველში.

25 წლის რემსი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც შესანიშნავ ფორმას აჩვენებს და მოურინიოს სურს, უელსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თავის ახალ კლუბში იხილოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დორტმუნდის "ბორუსიადან" 27 წლის მხითარიანის შეძენას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება "ბორუსიას" ფეხბურთელს, მის თაობაზე "წითლებმა" უკვე არაერთხელ გააკეთეს შეთავაზება რომელთაგან უკანასკნელი 28 მლნ. ფუნტის ოდენობისა იყო, მაგრამ გერმანულ კლუბს თავის ერთ-ერთ ლიდერთან განშორება არ სურს, რადგანაც კლუბმა უკვე დაკარგა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მატს ჰუმელსი და ილკაი გიუნდოგანი არიან.

თუ "ბორუსია" თავისას მიაღწევს და სომეხ ფეხბურთელს გუნდიდან არ გაუშვებს, "იუნაიტედი" "მეთოფეთა" ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.

წყარო: the sun
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 ივნისი 2016 12:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არსენალისთვის დამახასიათებელი სენი ამის სენიც რომ არ იყოს, იმაზე მაგარი იქნებოდა, ვიდრე არის. ნაკრებშიც კარგად ჩანს, რა შეუძლია, მაგრამ არსენალი ამის მომცემი არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2016 12:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ გუნდის დედას ცენზურა ვინც ამაში 50 მილიონს გადაიხდის, სხვას ვერაფერს ვიტყვი winked
0
№3
ავტორი: deqstera
23 ივნისი 2016 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ისე მე ამას ის ტრავმიანი ვილშერი მირჩევნია:)))
0
№4
ავტორი: kaxeti
23 ივნისი 2016 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ამასაც ტრამვებისკენ ააქვს მიდრეკილება ისე რუსები მაგრად წამოიხია
0
№5
ავტორი: ikeoni
23 ივნისი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Esec gamoricxulia
0
№6
ავტორი: დავითი
23 ივნისი 2016 13:21
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
მოაცილეთ აქედან! ამნაირი კოჭლებით და იანგებით სავსეა გუნდი!!! სომეხი მოაგდეთ და ზლატანა რაც მთავარია!!!
0
№7
ავტორი: gaga1987
23 ივნისი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ტრამვიანია მაგრამ ცუდი არაა.იმდენზე დაიწერება კიდე ჭორი მე უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ.ყველა მანჩესტერში მოდის საბოლოოდ რაიქნება ვნახოთ.
0
№8
ავტორი: U N I T E D
23 ივნისი 2016 13:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
კარგია მაგრამ არ მინდა გოლები გაიტანოს საგოლე გადაცემები გააკეთოს მეშინია სიკვდილის wink
0
№9
ავტორი: dybbuk
23 ივნისი 2016 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
არც ეგეთი ტრავმიანია როგორც ყველამ დაწერეთ აქ, მაგარი ტრანსფერი იქნება უბრალოდ ვენგერი დაიწიწკნის და ამას ჩვენთან არ გამოუშვებს
0
№10
ავტორი: hemi
23 ივნისი 2016 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კლასნი იგროკია მარა არა რა არ მევასება მითუმეტეს ვენგერის არსენალელი რემზი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top