თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2016, 11:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2325,
კომენტარები: 13
რაიოლა: "ბორუსიას" არ დავუთმობთ"
ჰენრიხ მხითარიანის აგენტი თავისი კლიენტის ტრანსფერზე კვლავ შრომობს.
რაიოლა:
ჰენრიხ მხითარიანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოლაპარაკებების დროს ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაცხარებისგან კაბინეტში სკამი ძირს დაანარცხა.

რაიოლამ ადრე განაცხადა, რომ მისი კლიენტი "იუნაიტედში" გადასვლაზე ოცნებობს და არ სურს ხელიდან ასეთი შესაძლებლობის გაშვება. თუმცა "ბორუსია" "წითელი ეშმაკების" შეთავაზებას არ თანხმდება.

"იუნაიტედმა" მხითარიანის თაობაზე თავისი შეთავაზება 28 მლნ. ფუნტამდე გაზარდა და ამის ფონზე რაიოლა დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ მოლაპარაკებების დროს დაძაბულობამ უკიდურეს დონეს მიაღწია და იმედგაცრუებულმა რაიოლამ სკამი ძირს დაანარცხა. ამავე გამოცემის თანახმად, რაიოლას უკმაყოფილება იმით არის გამოწვეული, რომ "ბორუსია" არ ასრულებს პირობას, რომლის მიხედვითაც 27 წლის ფეხბურთელი სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში გუნდიდან უნდა გაეშვა.

"ჰენრიხი - არ არის ადამიანი, რომელიც კონფლიქტზე მიდის, ეს საქმე მე მომანდო. არ დავნებდებით", - მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა რაიოლამ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SirAlexFerg
23 ივნისი 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
au reusze ichalichon raa
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 ივნისი 2016 12:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისევე ძალით ტოვებენ ჰენრიხსაც, როგორც დავიდის საქმე გაიწელა, მაგრამ "იუნაიტედი" ასე თუ ისე დათანხმდა მაინც.

არ მესმის, რაში სჭირდება გუნდს ფეხბურთელი, რომელსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი. ამის მერე მხითარიანი მოედანზე გავა და ისევ ისეთი მონდომებით ითამაშებს?

დე ხეას ნუ შევადრით, მის შემთხვევაში სულ სხვა მდგომარეობა იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: deqstera
23 ივნისი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მხითარიანს რომ წასვლა უნდა რა არის გასაკვირი?? მუდმივად ტოვებენ დორტმუნდს ლიდერები.. თუნდაც წელს წავიდა ჰუმელსი, წასვლას აპირებს ობამეიანგი და გუნდი კვლავ ვერშეძლებს ტიტულებისთვის ბრძოლას!!

მხითარიანს რომ წასვლა უნდა რა არის გასაკვირი?? მუდმივად ტოვებენ დორტმუნდს ლიდერები.. თუნდაც წელს წავიდა ჰუმელსი, წასვლას აპირებს ობამეიანგი და გუნდი კვლავ ვერშეძლებს ტიტულებისთვის ბრძოლას!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ივნისი 2016 12:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წასვლით კი წავა, ძალით დატოვებას რა აზრი აქვს არ ვიცი მარა მაინც ვერ ვხედავ ამის ადგის. მომწონს მაგრად მე პირადად მარა მირჩევნია ვინგერი დაითრიონ, მგონი ეგ ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს
0
№5
ავტორი: ikeoni
23 ივნისი 2016 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Gadmovaa
0
№6
ავტორი: gaga1987
23 ივნისი 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არაა ცუდი იგროკი.მაურინიომ უფრო იცის ვინ ჭირდება და ვინ არაა.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივნისი 2016 13:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სერიოზულადაა საქმე
0
№8
ავტორი: hemi
23 ივნისი 2016 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აიი რასაც ქვია გვეტენებიან და ვერ გავიგე რატო დაეტიოს რა გასაგებია რო უნდა გადმოსვლა მარა არაა რაა.
არადა ახლა რო გადმოვიდეს და რო დაბრდღვნას ყველაფერი ხო მომიწევს გაჩუმება :დ:დ
0
№9
ავტორი: gela-manchesteri
23 ივნისი 2016 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
თუ არც გადმოვა უკეთესია
0
№10
ავტორი: VAXUSHTI
23 ივნისი 2016 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
siamovnebit vixilavdi qobuletis shuqurashi. Amjamad eg 1 somexiga aklia qobulets.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top