თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2016, 11:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 13
რაიოლა: "ბორუსიას" არ დავუთმობთ"
ჰენრიხ მხითარიანის აგენტი თავისი კლიენტის ტრანსფერზე კვლავ შრომობს.
რაიოლა:
ჰენრიხ მხითარიანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოლაპარაკებების დროს ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაცხარებისგან კაბინეტში სკამი ძირს დაანარცხა.

რაიოლამ ადრე განაცხადა, რომ მისი კლიენტი "იუნაიტედში" გადასვლაზე ოცნებობს და არ სურს ხელიდან ასეთი შესაძლებლობის გაშვება. თუმცა "ბორუსია" "წითელი ეშმაკების" შეთავაზებას არ თანხმდება.

"იუნაიტედმა" მხითარიანის თაობაზე თავისი შეთავაზება 28 მლნ. ფუნტამდე გაზარდა და ამის ფონზე რაიოლა დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ მოლაპარაკებების დროს დაძაბულობამ უკიდურეს დონეს მიაღწია და იმედგაცრუებულმა რაიოლამ სკამი ძირს დაანარცხა. ამავე გამოცემის თანახმად, რაიოლას უკმაყოფილება იმით არის გამოწვეული, რომ "ბორუსია" არ ასრულებს პირობას, რომლის მიხედვითაც 27 წლის ფეხბურთელი სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში გუნდიდან უნდა გაეშვა.

"ჰენრიხი - არ არის ადამიანი, რომელიც კონფლიქტზე მიდის, ეს საქმე მე მომანდო. არ დავნებდებით", - მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა რაიოლამ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
23 ივნისი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
შენი ღორი დედას ცენზურა მეე პოგბაზე იშალე ეგრე ნერვები მხითარიანს მანცესტერს ტენის ჭკვიანიაა ეს ნაბოზვარი
0
№12
ავტორი: Legend Sir Alex
23 ივნისი 2016 20:05
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
სრეიოზულადაა უკვე საქმე და ალბათ გადმოიყვანენ.
0
№13
ავტორი: stepno
23 ივნისი 2016 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე მაგრად მინდაა რაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top