თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2016, 21:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2690,
კომენტარები: 16
რუნი: "ჯერარდისა და სქოულზისგან ვისწავლე"
უეინ რუნიმ თავისი ახალი ამპლუისთვის საჭირო ცოდნა ლეგენდარული ინგლისელებისგან მიიღო.
რუნი:
უეინ რუნი აღნიშნავს, რომ ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშმა, როგორიც სტივენ ჯერარდი და პოლ სქოულზი არიან, ნახევარმცველობისთვის მოამზადა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ნახევარმცველად თამაშობს და მანამდე იმავეს "ეშმაკების" რიგებშიც აკეთებდა.

ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამბობს, რომ მომავალში გასაკვირი არ უნდა იყოს მისი თამაში მოედნის სიღრმეში.

"ასეთი რამ ოდესმე მაინც მოხდებოდა. ვგონებ, 24 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვთქვი, ერთ დღეს აუცილებლად ვითამაშებ ნახევარდაცვაში-მეთქი და ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ ეს ხდება.

ინგლისის ნაკრებში საუკეთესო ნახევარმცველების, პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის გვერდით ვთამაშობდი და არც ისეთი გულუბრყვილო ვყოფილვარ, რომ ამ ფეხბურთელების ქმედებებს არ დავკვირვებოდი, რამეთუ ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც მომიწევდა ამავე პოზიციაზე თამაში.

მათ ვარჯიშისა და თამაშის დროს ვაკვირდებოდი და მათი უნარების ჩემი სათამაშო სტილისთვის დამატებას ვცდილობდი",
- განაცხადა რუნიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Byakugan
20 ივნისი 2016 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
სადმე გადამწყვეტ მომენტში თუ ასრიალდა...
ჯერარდისგან სწავლობდა ბიჭი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: hemi
20 ივნისი 2016 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: Byakugan
სადმე გადამწყვეტ მომენტში თუ ასრიალდა...
ჯერარდისგან სწავლობდა ბიჭი areyoukiddingme

აუუ საღოლ კაი იყო:დ:დ
რუნისგან მაინც მინდა გოლები რა
0
№3
ავტორი: kantona-7
20 ივნისი 2016 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვერწარმოვიდგენდი რამდენიმე წლისწინ რუნის ნახევარმცველობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: LASHQARA
20 ივნისი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
იასნიაა რაც უფრო ასაკში შევა სისწრაფეს დაკარგავს, აი ზუსტი პასი კი სულ ექნება გამოცდილებიდან გამომდინარე, მოედნის ხედვა აქქ ძალიან მაგარიი ბურთს კარგათ ანაწილებს ნუ მთლად სქოულზის ნაირი ვერაა მაგრამ არც ბევრად ნაკლებია love am მაგრამ მაინც თავდამსხმელია ეს ერთი 2 წელი კიდე რაა am
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
20 ივნისი 2016 21:20
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ნახევარ დაცვაშიც ძალაინ მაგარია, მაგარამ ფორვარდის პოზიციაზე სასწაულია love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2016 21:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ "ევერტონთან" წელს მოგებული მატჩი, რომელიც 3-0 მოვიგეთ. დაახლოებით 2-3 მეტრიანი ფორა ჰქონდა რუნის "ევერტონის" მცველთან და მაინც ვერ გაასწრო. ამ მიზეზით კარგია, რომ ნახევარდაცვაში გადავიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Malboro463
20 ივნისი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
მაგ პოზიციაზე ვერც ჯერარდი იქნები და ვერც ლამპარდი.
0
№8
20 ივნისი 2016 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: Byakugan
სადმე გადამწყვეტ მომენტში თუ ასრიალდა...
ჯერარდისგან სწავლობდა ბიჭი areyoukiddingme

შენც კიდე სქოულზზე გეთქვა რამე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№9
ავტორი: witeli ocneba
20 ივნისი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Araa eg misi ozicia
0
№10
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2016 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Magar kacaa <3 <3 <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top