მას შემდეგ რაც ერიკ ბაიი უკვე ოფიციალურად გაიფორმა "ვილიარეალიდან", მოურინიოს სურს რომ კიდევ დამატებით ოთხი პოზიცია გააძლიეროს.
ჟოზე ეცდება მოიყვანოს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი, მარჯვენა გარემარბი და მაღალი კლასის ფორვარდი.
ჟოზე მოურინიოს სათამაშო წყობაა 4-2-3-1, რომელიც გადაეწყობა 4-3-3-ზე.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ცენტრში ჰყავს 31 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი, 34 წლის მაიკლ კერიკი და 26 წლის მორგან შნეიდერლინი. მოურინიოს სურს ამ სამეულს დაამატოს ერთი ენერგიული ფეხბურთელი. აღნიშნულ პოზიციაზე განიხილება სამი კანდიდატურა. პოგბა არის პირველი არჩევანი, მაგრამ "იუვენტუსს" არ სურს პოგბას გაშვება და ჯერ ფეხბურთელის პოზიციაც უცნობია. მეორე ვარაინტად განიხილება "იუვენტუსის" კიდევ ერთი ნახევარმცველი, ნაკლებად ცნობილი სტეფანო სტურარო, რომელიც ჟოზეს აზრით ძალაინ ჰგავს ფრენკ ლამპარდს, მესამე ვარიანტად განიხილება მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ლუკა მოდრიჩი, მაგარამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა დათმოს ლუკა მოდრიჩი.თვითონ ლუკასაც ბევრჯერ განუცხადებია, რომ ბედნიერია მადრიდის "რეალში."
მოურინიო ფიქრობს ნ'გოლო კანტეზეც რომლის სარანსფერო ღირებულება გაცილებით ნაკლებია (£ 19.7 მილიონი) და ბევრად ადვილია მისი გადაყვანა, ვიდრე პოგბასი.
მოურინიოს იმედი აქვს, რომ ისარგებლებს ვარანის გაურკვევლობით "ბერნაბეუზე" და ინგლისში გადაიყვანს 23 წლის ფრანგ მცველს, "მანჩესტერისთვის" სიტუაციას კიდევ უფრო აადვილებს ის ფაქტი ,რომ პეპე რელთან კონტრაქტს ახანგრძლივებს და ვარანს ისევ მეორეხარისხოვანი როლი ექნება. ზიდანს არ სურს მისი თანამემამულეს გაშვება გუნდიდან , მაგარამ ვარანს არ სურს კვლავ სათაგარიგოთა სკამზე ჯდომა.
რაც შეეხება "მანჩესტერის" ხუთ ფეხბურთელს, ვინც სატარტო თერთმეტეულში არიან ესენია: დავიდ დე ხეა, კრის სმოლინგი, ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი და გუნდის კაპიტანი უეინ რუნი. ჟოზეს 2013 წელს სურდა ლუკ შოუ, მაგრამ ლუკი "იუნაიტედში" აღმოჩნდა, ახლა კი ეძლევა შანსი იმუშაოს მასთან ერთად. ჟოზე მას სრულ ნდობას უცხადებს.
ჰენრიხ მხითარიანი და ზლატან იბარჰიმოვიჩი შეტევის გაძლიერების კანდიდატები არიან.
ზლატან იბრაჰიოვიჩი თავისუფალი აგენტია და უფასოდაა ხელმისაწვდომი. მეტიც, რამოდენიმე სანდო წყარო გვაუწყებს რომ ზლატანმა ხელი მოაწერა "მანჩესტერთან" 1-წლიან კონტრაქტს.
მხითარიანი განიხილება შეტევის გასაძლიერებლად: მისი აგენტის, მინო რაიოლას განცხადებით, სომეხ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს "სიგნალ იდუნა პარკი" და "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდეს. განიხილება ასევე "ვალენსიადან" ანდრე გომეშის შეძენის ვარიანტიც.