თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2016, 16:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3364,
კომენტარები: 19
"მაჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმა
მოურინიოს, ოთხი პოზიციის გაძლიერება სურს.
მას შემდეგ რაც ერიკ ბაიი უკვე ოფიციალურად გაიფორმა "ვილიარეალიდან", მოურინიოს სურს რომ კიდევ დამატებით ოთხი პოზიცია გააძლიეროს.

ჟოზე ეცდება მოიყვანოს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი, მარჯვენა გარემარბი და მაღალი კლასის ფორვარდი.

ჟოზე მოურინიოს სათამაშო წყობაა 4-2-3-1, რომელიც გადაეწყობა 4-3-3-ზე.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ცენტრში ჰყავს 31 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი, 34 წლის მაიკლ კერიკი და 26 წლის მორგან შნეიდერლინი. მოურინიოს სურს ამ სამეულს დაამატოს ერთი ენერგიული ფეხბურთელი. აღნიშნულ პოზიციაზე განიხილება სამი კანდიდატურა. პოგბა არის პირველი არჩევანი, მაგრამ "იუვენტუსს" არ სურს პოგბას გაშვება და ჯერ ფეხბურთელის პოზიციაც უცნობია. მეორე ვარაინტად განიხილება "იუვენტუსის" კიდევ ერთი ნახევარმცველი, ნაკლებად ცნობილი სტეფანო სტურარო, რომელიც ჟოზეს აზრით ძალაინ ჰგავს ფრენკ ლამპარდს, მესამე ვარიანტად განიხილება მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ლუკა მოდრიჩი, მაგარამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბმა დათმოს ლუკა მოდრიჩი.თვითონ ლუკასაც ბევრჯერ განუცხადებია, რომ ბედნიერია მადრიდის "რეალში."

მოურინიო ფიქრობს ნ'გოლო კანტეზეც რომლის სარანსფერო ღირებულება გაცილებით ნაკლებია (£ 19.7 მილიონი) და ბევრად ადვილია მისი გადაყვანა, ვიდრე პოგბასი.

მოურინიოს იმედი აქვს, რომ ისარგებლებს ვარანის გაურკვევლობით "ბერნაბეუზე" და ინგლისში გადაიყვანს 23 წლის ფრანგ მცველს, "მანჩესტერისთვის" სიტუაციას კიდევ უფრო აადვილებს ის ფაქტი ,რომ პეპე რელთან კონტრაქტს ახანგრძლივებს და ვარანს ისევ მეორეხარისხოვანი როლი ექნება. ზიდანს არ სურს მისი თანამემამულეს გაშვება გუნდიდან , მაგარამ ვარანს არ სურს კვლავ სათაგარიგოთა სკამზე ჯდომა.

რაც შეეხება "მანჩესტერის" ხუთ ფეხბურთელს, ვინც სატარტო თერთმეტეულში არიან ესენია: დავიდ დე ხეა, კრის სმოლინგი, ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი და გუნდის კაპიტანი უეინ რუნი. ჟოზეს 2013 წელს სურდა ლუკ შოუ, მაგრამ ლუკი "იუნაიტედში" აღმოჩნდა, ახლა კი ეძლევა შანსი იმუშაოს მასთან ერთად. ჟოზე მას სრულ ნდობას უცხადებს.

ჰენრიხ მხითარიანი და ზლატან იბარჰიმოვიჩი შეტევის გაძლიერების კანდიდატები არიან.

ზლატან იბრაჰიოვიჩი თავისუფალი აგენტია და უფასოდაა ხელმისაწვდომი. მეტიც, რამოდენიმე სანდო წყარო გვაუწყებს რომ ზლატანმა ხელი მოაწერა "მანჩესტერთან" 1-წლიან კონტრაქტს.

მხითარიანი განიხილება შეტევის გასაძლიერებლად: მისი აგენტის, მინო რაიოლას განცხადებით, სომეხ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს "სიგნალ იდუნა პარკი" და "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდეს. განიხილება ასევე "ვალენსიადან" ანდრე გომეშის შეძენის ვარიანტიც.

წყარო:Manchester Evening News
ტრანსფერები
19 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივნისი 2016 19:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ძაან არარეალური ტრანსფერები მეჩვენება, მოდრიჩი და პოგბა ვინ მოგცემს ან თვითონ რატო წამოვლენ
0
№12
ავტორი: kantona-7
19 ივნისი 2016 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პოგბა მინდა ყველაზე მაგრად>>>>მხითარიანი არდამანახოთრა derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: Roma
19 ივნისი 2016 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
Genrikas chemi azrit sadio mane jobia tan adaptaciis problema areqneba, da kumano wavida sotonidan da exla sheidzleba dachalichdnen maneze
0
№14
ავტორი: gela-manchesteri
19 ივნისი 2016 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
რავი კერ ნაყიდი არავინ ჩანს
0
№15
ავტორი: de gea1
19 ივნისი 2016 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ვნახოტ რა გამოვა
0
№16
19 ივნისი 2016 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
მე პოგბა მსურს მაგრამ მეეჭვება რომ გამოგვატანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№17
ავტორი: Iunaitedi
20 ივნისი 2016 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
me rasac vxedav bolodros gadamwyvet tamashebshi arminaxavs gundis liders tavistavze aegos tamashi da moegos tamashi an mcdeloba mainc. Individualuri ostatobas vgulisxmob.

iwereba petreze pavleze da bolos ivane shegvrcheba xelshi.
0
№18
ავტორი: pere
20 ივნისი 2016 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მუსტაფი, კანტე, დრაქსლერი და იბრა მინდა, მარა თუ მაინც და მაინც მხითარიანი უნდა ვენდობი ჟოზეს მაგრამ დრაქსლერის ვარიანტი უფრო მხიბლავს
0
№19
ავტორი: JuanMata
20 ივნისი 2016 14:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბა, მოდრიჩი ზღაპარია. კანტე ყველაზე კარგი ვარიანტია. ვარანის ტრანსფერიც ძაან რეალური მეჩვენება. მხითარიანი სომეხია თუ ჩინელი არ მადარდებს, პროსტა არაა ეგ კაცი ამ დონის ფეხბურთელი, თანაც რაღა ამ ნახევრად მარჯვენაფლანგელს მივადგეთ, ვინმე სწრაფი კაი ტიპი შეიძლება ვიშოვოთ, მხითარიანის მსგავსი მატაც გვყავს გუნდში. ვაფშე მხითარიანის ყიდვას ვაკო იყიდოს wink

ბოლო ბოლო მარჯვნივ ვალენსიაც დადგება, თუ გაჭირდა. (არადა ჩემი აზრით ყველას ჯობია ეგ მარჯვნივ ვინც გუნდში გვყავს და ვიზეც იწერება).


როისები და გრიზმანები თუ დაიდო მაშინ ჰო :დ
გრიზმანი ყველა ვარიანტში უნდა იყიდოს, ჟოზეს ტაქტიკას კარგად მოერგება.
სიმეონე და მოუ პაჩწი ერთი ტაქტიკას აწვებიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top