თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2016, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2045,
კომენტარები: 12
კინი: "ფელაინი გულშემატკივართა განტევების ვაცია"
როი კინმა ბელგიელი ფეხბურთელი დაიცვა.
კინი:
როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მარუან ფელაინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბელგიელი გულშემატკივრებისთვის განტევების ვაცად იქცა.

კინის ირლანდიის ნაკრები შაბათს E ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდება ბელგიის ნაკრებს და ორივე გუნდი პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ფელაინი "ოლდ ტრაფორდზე" დევიდ მოიესმა 27.5 მლნ. ფუნტად "ევერტონიდან" გადაიბირა და ამ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები ჰყავდა როგორც მაშინ, ისე ახლა. მაგრამ კინს მიაჩნია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედში" გატარებული სამი წლის განმავლობაში დადებითი გავლენა მოახდინა.

"მომწონს ფელაინი. ვფიქრობ, კრიტიკა, რომელიც მას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ შეხვდა, გადაჭარბებულია.

ჩემი აზრით, ასე იმიტომ მოხდა, რომ დევიდ მოიესთან ბოლო წუთს გადავიდა და გულშემატკივარი მას მალევე შეაწვა.

ცხადში რამდენიმეჯერ მინახავს, როცა "იუნაიტედი" ცუდად გამოიყურებოდა და მიფიქრია, რომ ფელაინი კარგად თამაშობდა. თუმცა გულშემატკივრებისთვის ის განტევების ვაცი იყო.

როგორც ბოლოს ვნახეთ, ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. მომწონს. "ევერტონშიც" მომწონდა და ვფიქრობ, "იუნაიტედისთვის" კარგი ფეხბურთელია.

კრიტიკა, რომელსაც ის იღებს, უფრო შეეფერება განტევების ვაცს, ვიდრე სხვა რამეს. ასეთი რამ კი ხდება, როცა ახალი მწვრთნელი კონკრეტულ ფეხბურთელებს თან წაიყვანს.

სხვა თუ არაფერი, ხალხმა "იუნაიტედის" გამოცდილი ფეხბურთელები უნდა აკრიტიკონ, რომლებიც ფელაინის ვერ ეხმარებოდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მწვრთნელზე. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა",
- განაცხადა კინმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
17 ივნისი 2016 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ფელა ძაან მაგარი და ძაან საჭირო ფეხბურთელია მაგრამ არავინ აფასებს რაც ძალიან არასწორია>>>მატა უფრო დაფასებული ფეხბურთელია რადგან კარგ პოსტებს წერსხოლმე და ბევრი გულშემატკივარიყავს,არადა ფელა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო ფეხბურთელია ვიდრე არაფრის მაქნისი მატა>>>ასერომ ფელას კაისეზონს ველოდები წელს და მატას გაშვებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: Legend Sir Alex
17 ივნისი 2016 11:18
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ფელას საჭიროება ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა ვესტ ჰემთან, რომ წავაგეთ მაგ მატჩში ფელა ჰაერივით გვჭირდებოდა ბევრი არ აფასებს სამწუხაროდ ფელას არადა ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია გუნდისათვის, მისი ხისტი თამაში და ბრძოლიუნარიანობა რაც ყველაზე დასაფასებელია ფელაინში love
0
№3
ავტორი: gela-manchesteri
17 ივნისი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ეს სეზონიც უნდა უყურონ და ტუ ისევ ესე იყო ხესავით უნდა ახვიოს მერე
0
№4
ავტორი: hemi
17 ივნისი 2016 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კი როი ეგაა კაი მოიფიქრე რადგანაც ყველაზე ხისტი და ჟილკიანია მერე ამას აბრალებენ ყველაფერს თან თმრბიც უწყობს ხელს რო ნეგატიური შეფასებები წამოვიდეს და მოკლედ ყველა ამას ლანძღავშ, არადა ბევრჯერ ვთქვი უკვე რო ძაან საჭირო ფეხბურთელია ჩვენი ბუჩქი პროშტა ერთია რა აი ევერტონში რაც იყო ისეთი თუ დაბრუნდა წელს, რაც არ იყო წინა წლებდი, ამას ასნავნოიდან ვერ ამოაგდებ
0
№5
17 ივნისი 2016 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: gela-manchesteri
ეს სეზონიც უნდა უყურონ და ტუ ისევ ესე იყო ხესავით უნდა ახვიოს მერე

შენ ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№6
ავტორი: nikala2000
17 ივნისი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: ვარდოსანიძე
ციტატა: gela-manchesteri
ეს სეზონიც უნდა უყურონ და ტუ ისევ ესე იყო ხესავით უნდა ახვიოს მერე

შენ ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებ? wink

ჯერ ვერ წვდება ტელევიზორს :D
0
№7
ავტორი: manfan
17 ივნისი 2016 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
გეთანხმებით, ძალიან საჭიროა
0
№8
17 ივნისი 2016 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: nikala2000
ციტატა: ვარდოსანიძე
ციტატა: gela-manchesteri
ეს სეზონიც უნდა უყურონ და ტუ ისევ ესე იყო ხესავით უნდა ახვიოს მერე

შენ ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებ? wink

ჯერ ვერ წვდება ტელევიზორს :D

wink

ციტატა: nikala2000
ციტატა: ვარდოსანიძე
ციტატა: gela-manchesteri
ეს სეზონიც უნდა უყურონ და ტუ ისევ ესე იყო ხესავით უნდა ახვიოს მერე

შენ ჩემი ძმა ფეხბურთს უყურებ? wink

ჯერ ვერ წვდება ტელევიზორს :D

wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№9
ავტორი: SANDROGRIGA
17 ივნისი 2016 14:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ეს განტევების ვაცი მაგარი იციან ბრიტანეთში wink
0
№10
ავტორი: stepno
17 ივნისი 2016 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საჭიროაა აბაა რაა ეს კაციი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top