როი კინმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მარუან ფელაინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბელგიელი გულშემატკივრებისთვის განტევების ვაცად იქცა.
კინის ირლანდიის ნაკრები შაბათს E ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდება ბელგიის ნაკრებს და ორივე გუნდი პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ფელაინი "ოლდ ტრაფორდზე" დევიდ მოიესმა 27.5 მლნ. ფუნტად "ევერტონიდან" გადაიბირა და ამ გადაწყვეტილებას კრიტიკოსები ჰყავდა როგორც მაშინ, ისე ახლა. მაგრამ კინს მიაჩნია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედში" გატარებული სამი წლის განმავლობაში დადებითი გავლენა მოახდინა. "მომწონს ფელაინი. ვფიქრობ, კრიტიკა, რომელიც მას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ შეხვდა, გადაჭარბებულია.
ჩემი აზრით, ასე იმიტომ მოხდა, რომ დევიდ მოიესთან ბოლო წუთს გადავიდა და გულშემატკივარი მას მალევე შეაწვა.
ცხადში რამდენიმეჯერ მინახავს, როცა "იუნაიტედი" ცუდად გამოიყურებოდა და მიფიქრია, რომ ფელაინი კარგად თამაშობდა. თუმცა გულშემატკივრებისთვის ის განტევების ვაცი იყო.
როგორც ბოლოს ვნახეთ, ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. მომწონს. "ევერტონშიც" მომწონდა და ვფიქრობ, "იუნაიტედისთვის" კარგი ფეხბურთელია.
კრიტიკა, რომელსაც ის იღებს, უფრო შეეფერება განტევების ვაცს, ვიდრე სხვა რამეს. ასეთი რამ კი ხდება, როცა ახალი მწვრთნელი კონკრეტულ ფეხბურთელებს თან წაიყვანს.
სხვა თუ არაფერი, ხალხმა "იუნაიტედის" გამოცდილი ფეხბურთელები უნდა აკრიტიკონ, რომლებიც ფელაინის ვერ ეხმარებოდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მწვრთნელზე. თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა", - განაცხადა კინმა.