თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2016, 16:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3012,
კომენტარები: 12
დელ ბოსკე: "რატომ არის დე ხეა ნომერი 1"
ვისენტე დელ ბოსკეს განცხადება.
დელ ბოსკე:
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ ძალიან გაუჭირდა იკერ კასილიასის დატოვება სათადარიგოთა სკამზე, თუმცა აცნობიერებს, რომ დე ხეა ახლა გაცილებით უკეთესი მეკარეა, ვიდრე ვეტერანი.

კასილიასი, "რეალის" ყოფილი და "პორტუს" ამჟამინდელი მეკარე ესპანეთის ნომერ პირველ კიპერად ითვლებოდა 2002 წლის შემდეგ და მან სანაკრებო დონეზე 167 მატჩი ჩაატარა. იკერმა კაპიტნის რანგში 2010 წლის მსოფლიო, ხოლო 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად ასეთი გამოცდილებისა, დე ხეას მიერ "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული კარიერის განმავლობაში ნაჩვენებმა თამაშმა დელ ბოსკეს დიდი არჩევანი არ დაუტოვა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე როტირების შემდეგ მან ფინალურ ტურნირზე არჩევანი "იუნაიტედის" მეკარეზე შეაჩერა.

დელ ბოსკემ თურქეთთან მატჩის წინ ახსნა, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.

"ის, რომ იკერი არ თამაშობს, ჩემთვის მტკივნეულია. ის არის მოთამაშე, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, რადგან ჩვენთან 14 წელია იმყოფება. ვეცადე, მოვლენები მაქსიმალურად კარგად მიმეღო. მას ვესაუბრე, რადგან იმსახურებდა. იკერის ანგარიშზე 160-ზე მეტი მატჩია. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებას ვცდილობთ, დე ხეასა და კასილიასს შორის კი მცირე განსხვავებაა.

მომეწონა, როგორი რეაქციები ჰქონდა იკერს სათადარიგოთა სკამზე. ვფიქრობ, ძალიან მოდუნებული იყო. სასიამოვნოა როცა ხედავ, რომ სათადარიგოები თამაშით ცოცხლობენ და ისე განიცდიან, თითქოს მოედანზე იმყოფებოდნენ. კასილიასი ძალიან დაგვეხმარება".


დელ ბოსკეს ჩეხეთთან მატჩის წინ ხშირად უსვამდნენ შეკითხვას, დავიდსა და იკერს შორის ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, მაგრამ ესპანელთა თავკაცი თავის გადაწყვეტილებას ბოლომდე საიდუმლოდ ტოვებდა.

"ჩემი შვილებიც კი მეკითხებოდნენ იკერსა და დავიდს შორის ვის ვათამაშებდი, ალბათ, ძალიან უნდოდათ სცოდნოდათ, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეცადათ და გაიგებდნენ. ჩემი ვალია ბოლო წუთამდე საიდუმლოს შენახვა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
16 ივნისი 2016 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 ივნისი 2016 16:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეას წარმატება მიხარია, რა თქმა უნდა, მაგრამ დელ ბოსკეს არჩევანს რომ თვალს ვავლებ ხოლმე, დიდი სურვილი მიჩნდება, ვიღაცამ მაგრად დაჩაგროვს, აი, ჰოლანდიასავით. ესპანელების დომინირებამ ყველას მოგვაბეზრა თავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jorj
16 ივნისი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
დე ხეასა და კასილიასს შორის კი მცირე განსხვავებაა

ამ ეტაპზე ვერ დაგეთანხმები ულვაშ acute2
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2016 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამ ეტაპზე დე ხეა უკეთესი ვარიანტია, რა თქმა უნდა
0
№5
ავტორი: ikeoni
16 ივნისი 2016 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Ra tqma unda <3<3 <3
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
16 ივნისი 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
დე ხეა საუკეთესოა თავის პოზიციაზე მსფლიოში
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
16 ივნისი 2016 19:12
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მეც მეცოდება იკერი მაგარამ ამ დროისთვის დე ხეა მსოფლიოში საუკეთესოა love
0
№8
ავტორი: de gea1
16 ივნისი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მტირალას დრო წარსულს ჩაბარდა ეხლა დევიდის დროა
0
№9
16 ივნისი 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: de gea1
მტირალას დრო წარსულს ჩაბარდა ეხლა დევიდის დროა

აბა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№10
ავტორი: kantona-7
17 ივნისი 2016 06:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ეხლა ამათი შედარება უბრალოდ სირცხვილია>>>პორტუს თამაშებს ვინცუყურებდა კარგად იცის რეებს აკეთებდა კასილასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top