ამ საიტის სტაჟიან მომხმარებელს ახსოვს მოთხრობების სერია, რომელიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ამ საიტზე.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ "მანჩსტერ იუნაიტედის" ქართველ ფანებს შესაძლებლობა აქვთ წაიკითხონ სრული წიგნი, რომელიც ელექტრონული წიგნების სახლმა "საბამ" გამოაქვეყნა.
წიგნში მოვლენები ქალაქ მანჩესტერში ვითარდება, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა "იუნიატედის" საქომაგოდ ჩადის. მთავარი გმირები, ვიტკა და ნიკა, დროთა განმავლობაში დაუახლოვდებიან "მანჩესტერ იუნიატედის" ხულიგნების ფირმას, რომელთან ერთადაც უამრავი შემთხვევა გადახდებათ თავს. ამ ისტორიის ფინალი არცერთ მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.
ამ სათავგადასავლო სპორტულ რომანში თანაბრად არის წარმოჩენილი როგორც ფეხბურთისა და "მანჩესტერ იუნიატედის" სიყვარული, ისე ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრობა და დრამა.