თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2013, 16:43
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3055,
კომენტარები: 15
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი პირველი)
მოგეხსენებათ, 2010-11 წლის სეზონი "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონია, რადგან ამ წელს "იუნაიტედი" გახდა ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მეცხრამეტედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა. ეს თარიღი "იუნაიტედის" ისტორიაში მუდამ დარჩება აქტუალურად, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა მოთხრობა, რომელშიც მოთხრობილია გულშემატკივრის თვალით დანახული ეს საოცარი სეზონი. ვფიქრობ, მოთხრობა თითოეულ "იუნაიტედის" ფანს ჩაითრევს და კიდევ ერთხელ ამოგზაურებს ამ შეუდარებელ დღეებში.
ამ წიგნის დაწერა ფეხბურთის, კერძოდ კი “მანჩესტერ იუნაიტედის” უზადო სიყვარულმა გადამაწყვეტინა. ნაწარმოებში მოთხრობილია ორი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველი ფანის მოგზაურობის შესახებ ქალაქ მანჩესტერში. წიგნში თითოეული "იუნაიტედის" გულშემატკივარი, მთავარი გმირების დახმარებით უფრო ახლოს გაეცნობა საყვარელი კლუბის შიდა სამზარეულოს, ფანების მენტალიტეტს და მათი ცხოვრების წესს. ნაწარმოებში მოთხრობილია თუ როგორ გაერთიანდნენ ქართველი ფანები "იუნაიტედის" ხულიგნების ბანდაში, რა გადახდათ მათთან ერთად და როგორ მოიპოვეს "წითლებმა" სარეკორდო მეცხრამეტე ტიტული. ჭეშმარიტი "მანჩესტერელების" მიერ დახასიათებული "იუანიტედი" აოგნებს ქართველებს და უფრო მეტად აახლოებს საყვრელ კლუბთან. "ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, წარმატებული, მუდამ ძლიერი, საუკეთესო ფანები, დიადი ისტორია, უამრავი ლეგენდა, ულევი ამომავალი ვარსკვლავი, საუკეთესო მწვრთნელი, ნამდვილი ტალანტების ბუმი... შეუძლებელია "მანჩესტერ იუნატედის" დახასიათება მხოლოდ ამ ჩამონათვალით შეძლო. ამ გუნდის მიერ თითოეული ჩატარებული მატჩი, თითოეული გატანილი გოლი არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ხელოვნების შედევრია.. "

ახალი ერა

ბევრჯერ მიფიქრია, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, ან როგორ წავრმართვდი, ან როგორ წარმართავდა თავად ღმერთი. იმაზეც ხშირად ვფიქრობდი, თუ როგორი ცხოვრება მინდოდა მქონოდა, რისთვის მინდოდა მიმეღწია და რა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე. მე ნიკა ვარ, დილეტანტი ჟურნალისტი გოგირდოვანი თბილისიდან, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე გადარეული ფანი მთელ საქართველოში.. ამ წიგნის დაწერა მსოფლიოში საუკეთესო კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” სიყვარულმა გადამაწყვეტინა. მინდა გიამბოთ თუ რა გადაგვხდა ორ ქართველ ფანს, მე და ჩემს ბიძაშვილს მანჩესტერში მოგზაურობისას, როგორ გავხდით საკუთარი ოცნების შემოქმედნი და გაზიაროთ წმინდა ინგლისურ საოცრებასთან – მისტერ ფეხბურთთან.. მანამ, სანამ უშუალოდ მოგზაურობას მოგიყვებით, ვალდებული ვარ მცირე მიმოხილვა გავაკეთო თუ როგორ შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში “ალისფერი ეშმაკები” და მათ, ვინც ჯერ კიდევ ალმაცერად არის განწყობილი “იუნაიტედის” მიმართ, ავუხილო თვალი, რათა დაინახონ თუ რატომ უნდა უყვარდეთ “მანჩესტერი” და არა სხვა რომელიმე კლუბი. აქვე მინდა დავამატო: ყველა ვერ ეზიარება ჭეშმარიტი კლუბის სიყვარულს, რადგან მხოლოდ გამორჩეულებს შესწევთ უნარი, აირჩიონ საუკეთესო.

ყველაფერი ძალიან ლამაზად დაიწყო. შვიდი წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავინტერესდი პროფესიონალური ფეხბურთით. მახსოვს, მამაჩემი სავარძელში მოკალათებული იჯდა, თან ლუდი და შებოლილი თევზი ჰქონდა მომარჯვებული და ფეხბურთს უყურებდა. დაკავებული კაცი იყო და ხშირად უწევდა მოგზაურობა, ამიტომ კარგად არ ვიცოდი მისი გატაცებების შესახებ. უცოდინრობის გამო მივედი მელოტ მამასთან და ვკითხე რომელი გუნდები თამაშობენ მეთქი. მან კი შემდეგი სიტყვებით გამცა პასუხი : "ერიკ მეფე თამაშობს, შვილო, მეფე.! " - ბავშურმა ცნობისმოყვარეობამ ძლიერ შემაწუხა და დაჟინებით მოვთხოვე ყველაფერი ეამბო "ერიკ მეფეს" შესახებ.

- ნიკა შვილო, სკოლაში ისწავლიდი დედამიწის აგებულებას ხომ?
- კი მამა, ვისწავლე. ხუთიანზე ვიცი.
- ახლა წარმოიდგინე რომ ეს წითლებში ჩაცმული ფეხბურთელები და ტრიბუნაზე მჯდომი ხალხი დედამიწაა, ეს შვიდი ნომერი კი, მათი ღერძი. შვიდი ნომერი ერიკ კანტონაა, რომელსაც მეფეს ეძახიან... რა მოუვიდოდა დედამიწას ღერძი რომ არ ჰქონდეს?
- ატმოსფეროში დაიკარგებოდა მამა.
- და მის არსებობას აზრი არ ექნებოდა, ხომ? ასეა ერიკიც შვილო, ის თუ არ თამაშობს, "მანჩესტერის" თამაშს ხალისი და სანახაობა აკლდება. ერიკი ფრანგია, მაგრამ ინგლისისთვის დაბადებული. რომ გაიზრდები შენ ამ გუნდის გულშემატკივარი უნდა იყო. – მითხრა მამამ და მოფერების მიზნით ზურგზე ხელი დამარტყა. უნებურად იმდენად ძლიერ მოუვიდა, რომ მამაჩემთან შედარებით უსუსური ბავშვი, ათვლის წერტილიდან რვა მეტრი ფრენა-ფრენით გადამწია.

“მანჩესტერთან” დაკავშირებით მამაჩემის წინასწარმეტყველება ზედმიწევნით კარგად ახდა. იმ მატჩის შემდეგ, ყოველ დღე ახალ ცნობებს, პლაკატებს, ვიდეო კასეტებს, ჰიმნებს ვაგროვებდი და ვცდილობდი ნამდვილ მანკუნიანელებს დავმსგავსებოდი. ვეცნობოდი მოწინააღმდეგეების ისტორიას, "მანჩესტერის" მიმართ დამოკიდებულებებს და იმთავითვე შემძულდა მერსისაიდული კლუბი "ლივერპული", რომელიც იმ წელს "წითელ ეშმაკუნებზე" გაცილებით წინ იყო ტიტულების რაოდენობით.

თავდაპირველად ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გატაცება იყო და მეტი არაფერი. ფეხბურთის კულტურასთან ახალ გაცნობილი, არასოდეს ვიღებდი მონაწილეობას საფეხბურთო გარჩევებში და არც მაშინ ვღიზიანდებოდი, როცა “მანჩესტერის” ლანძღვა მესმოდა. უბრალოდ მომწონდა ყველაფერი, რაც ამ გუნდის სახელს უკავშირდებოდა, მომწონდა გერბი და ფორმა. სასიამოვნო მოსასმენი იყო “იუნაიტედის” ლეგენდარული ჰიმნი “Glory Glory Man.United.” – ღმერთო რამხელა ემოცია, სიხარული, სიყვარული იგრძნობა ამ გენიალურ გამამხნევებელ სიმღერაში. წარმოუდგენელია მისი მოსმენის შემდეგ არ შეგიყვარდეს “წითელი არმიელები”, არ მოგწყურდეს მათი თამაშის ხილვა, მათთან ერთად გამარჯვების აღნიშვნა, სიხარულის და მოზღვავებული ენერგიის გაზიარება.

“იუნაიტედი” ჩემს ცხოვრებაში სერიოზულად მაშინ შემოიჭრა, როდესაც მისი ისტორიის პირველი ფურცელი გადავშალე. როგორც უკვე მიხვდით, მამაჩემიც “წითლების” გულშემატკივარი იყო და ამან ჩემს განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მამა ინჟინერი იყო, ამიტომ ხშირად უწევდა ევროპაში გამგზავრება. მიდიოდა ორი ან სამი თვით, ზოგჯერ ერთი წლითაც კი და საჩუქრებით დატვირთული ბრუნდებოდა შინ. ყველაზე ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედის” ატრიბუტიკას მჩუქნიდა, რაც ყველაზე მეტად მიხაროდა. ჩემი ოთახი გადაწითლებული იყო სხვა და სხვა ინტერპრეტაციის დროშებით, პლაკატებით, მაისურებითა და ფეხბურთელების სურათებით.

პირველივე წელს ინტენსიურად დავიწყე “მანჩესტერის” თამაშების ყურება და დღემდე ცხადად მახსოვს გატანილ გოლზე ჩემი რეაქციები. შემიძლია თამამად დავიფიცო, რომ არაფერი მანიჭებდა ისეთ დიდ სიამოვნებას, როგორც ლეგენდარული როი კინისა და ერიკ კანტონას შეუდარებელი დუეტი. ორი ლიდერი, ორი მებრძოლი ხასიათის, უდრეკი ფეხბურთელი ერთ გუნდში, ორი ნამდვილი ბურთის მეფე.. შეუძლებელია მათი არა ამქვეყნიურობა რომელიმე მწერალმა, რომელიმე ენაზე სრულად აღწეროს. მაშინ მივხვდი, რომ ჩემს თვალწინ იწერებოდა ახალი ისტორია “მანჩესტერ იუნაიტედისა”. ყველას არ აქვს ბედნიერება, იხილოს ასეთი გენიალური ფეხბურთელები ერთ კლუბში, ერთ დროს, ერთ მუშტად შეკრული. როგორც მამაჩემი იძახდა, ეს იყო “ინგლისის საოცნებო გუნდი, საუკეთესო შემადგენლობით”. მივხვდი ამას და უეცრად უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. საჩუქრად კარგი იყო “იუნაიტედის” ნივთები, თუმცა მე უფრო მეტი მომინდა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. ვიფიქრე, მხოლოდ ატრიბუტიკის ქონა არ ნიშნავს იყო ფანი მეთქი და ჩემ თავს კითხვა დავუსვი : - რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხდე ნამდვილი, ღირსეული გულშემატკივარი? – აუცილებლად უნდა ვიცოდე კლუბის წარსული, ანუ ისტორია. ევრიკა! – გახარებულმა წამოვიყვირე და მაშინვე ფურცელს და პასტას დავუწყე ძებნა, რათა მამაჩემისთვის, რომელიც იმ დროს შოტლანდიაში, მორიგ საქმეზე იმყოფებოდა, წერილი მიმიწერა. (1995 წელს, მობილური ტელეფონი ნაკლებად გამოიყენებოდა.)

“ძვირფასო მამა. ვიცი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდები და მინდა გთხოვო : “მანჩესტერის” დროშების, პლაკატებისა და ფორმების ნაცვლად, ჩამომიტანო “იუნაიტედის” ისტორიის წიგნი. დღეს მივხვდი, რომ არაფერი ვიცი ჩვენი “წითლების” შესახებ და მინდა ყველაფერი გავიგო. იმედი მაქვს თხოვნას შემისრულებ.”

დავასრულე წერილის წერა და კონვერტში შევფუთე. მეორე დილით დედას გადავეცი და ვთხოვე მამასთვის გაეგზავნა. დეპეშა, ალბათ სამ-ოთხ დღეში ჩააღწევდა მამაჩემამდე. იმ დღის შემდეგ პათოლოგიურად მოუთმენელი გავხდი. ჩემი ოთახში კედლის კალენდარი ჩამოვკიდე და ყოველ დღეს, რიცხვის შესაბამისად წითელი ფლომასტერით ვხაზავდი.

სამთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გავიგეთ, რომ მამა ჩამოდიოდა. 1995 წლის 20 დეკემბერს, უჩვეულოდ სუსხიანი ამინდი იყო. ჰაერის ტემპერატურა მინუს ათ გრადუსს აღწევდა. სწორედ ამ დღეს უნდა ჩამოსულიყო ჩემი ღიპიანი, მელოტი, ცხოვრებისეული ორომტრიალისთვის მუდამ მოუცლელი, თუმცა “მანჩესტერზე” თავდავიწყებით შეყვარებული მამა. რა თქმა უნდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასახვედრად გავეშურეთ მთელი ოჯახი, მაგრამ არამგონია ჩემზე მეტად ვინმეს გახარებოდა მამაჩემის “თბილქვეყნებიდან” დაბრუნება. აეროპორტში, დამხვედრი საზოგადოების იმხელა რიგი იყო, იფიქრებდი შეკვრა დოლარებს არიგებენო. ჩემი განსაკუთრებით სუსტი აღნაგობის და ჩვეული მონდომების წყალობით, მოვახერხე ერთი შეხედვით დაუსრულები რიგის სათავეში მოქცევა.. საღამოს ცხრა საათისთვის, GATE №2 –იდან გამოჩნდა აქამდე გამოსულებზე ორი თავით დაბალი, ერთი გოჭის სიგანით განიერი, თავზე ათიათასობით თმის ღერით ნაკლებ თმიანი მამაკაცი. ეს იყო მამაჩემი.

გულთბილი დახვედრა დიდად ეამა მონატრებულ მამას. მთელი გზა აეროპორტიდან-სახლამდე ძლივს ვითმენდი, რომ წიგნზე არაფერი მეკითხა, თუმცა სახლში მისულმა ცდუნებას ვეღარ გავუძელი და :

- მამა, ჩემი წიგნი?
- რა წიგნი შვილო? – გაკვირვებულმა მკითხა.
- წიგნი მამა, ისტორიის .. შენ რა, არ მიგიღია წერილი?? – თვალები ცრემლებით ამევსო და იმედები, რომ “იუნაიტედის” ისტორიას შევისწავლიდი ერთბაშად გამიქრა.
- დამშვიდდი პატარა, გიყიდე წიგნი, გიყიდე.. აი ნახე.. – ჩანთიდან დიდი წითელი წიგნი ამოიღო, რომელიც დატვირთული იყო უამრავი შავ-თეთრი და ამავდროულად ფერადი ისტორიული სურათებით. ყდაზე დიდი მუქი ასოებით ეწერა “WE BELIEVE” და ოქროსფერი ძაფით იყო ამოქარგული წარწერა “Theatre of Dreams” .
- დიდი მადლობა მამი, მაგრამ ისტორია?! აქ ხომ არაფერი წერია.
- აქ სურათებია შვილო, ისტორია კი არამგონია ვინმემ ჩემზე უკეთ იცოდეს. მე ვიქნები შენი მასწავლებელი, ყველაფერს გიამბობ “ალისფერ ეშმაკებზე”, დასაბამიდან-დღემდე..

--------------------

გაგრძელება იქნება....

ავტორი : დიმა სანაია
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: always ReD
20 იანვარი 2013 05:25
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღOლ კარგად გიმუშავია როგორც ვხედავ მარა ხვალ წავიკითXავ. ახლა მეძიება ძააბნ am
0
№2
ავტორი: UTD-Rule
20 იანვარი 2013 11:28
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავოტრ! ძაან საინტერესო იყო და გაგრძელებას ველოდებიlove
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: love united
20 იანვარი 2013 12:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ დიმა...დილითვე კი დავითხარე თვალები მაგრამ ღირდა... wink
0
№4
ავტორი: R.v.Persie
20 იანვარი 2013 12:08
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
დიმაა ეს შენი დაწერილი წიგნი ხოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№5
ავტორი: DimaSanaia
20 იანვარი 2013 13:25
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
R.v.Persie,
კი . რატომ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: Vodafone
20 იანვარი 2013 13:37
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ბრავო 3d_5

მეორე ნაწილსაც ველოდები
0
№7
ავტორი: Jubo
20 იანვარი 2013 16:46
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გასკდით გულზე 1 კვირის წაკითხული მაქვს ეს trolldad და უკვე მესამეჯერ წავიკითხე სიამოვნებით love
ცოტა ცუდი დრო დაემთხვა აპინული სიახლეები დევს, რომ ჩამოიპინება ეს ავწიოთ კარგად ჩაითრიოს ხალხი megustamucho
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: Red Hooligan
20 იანვარი 2013 17:03
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საღოლ ავტორ საღოლ უმაგრესიააა. წაიკითხეთ ყველაამ )) გაგრძელებას ველოდები.

ჩემი ღიპიანი, მელოტი, ცხოვრებისეული ორომტრიალისთვის მუდამ მოუცლელი, თუმცა “მანჩესტერზე” თავდავიწყებით შეყვარებული მამა.


ეს მაგარი იყო :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: VaRdo
20 იანვარი 2013 17:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჰაჰაჰა დიმა მალადეც ბრატ love რაღაც მონაკვეთებში ჩემი თავი ამოვიცანი და გამისწორდა!

არასოდეს ვიღებდი მონაწილეობას საფეხბურთო გარჩევებში და არც მაშინ ვღიზიანდებოდი, როცა “მანჩესტერის” ლანძღვა მესმოდა.


ყველაზე მეტად ინტერნეტში ამაზე ვღიზიანდები ვიღაც იუნაიტედს რომ შეურაწყოფას აყენებს. იმიტოამცაა მეკითხება არ მეკითხება აქტირუად ვებმევი საუბარში და ხშრიად გამარჯვებულცი გამოვდივარ : ))

ღმერთო რამხელა ემოცია, სიხარული, სიყვარული იგრძნობა ამ გენიალურ გამამხნევებელ სიმღერაში. წარმოუდგენელია მისი მოსმენის შემდეგ არ შეგიყვარდეს “წითელი არმიელები”, არ მოგწყურდეს მათი თამაშის ხილვა, მათთან ერთად გამარჯვების აღნიშვნა, სიხარულის და მოზღვავებული ენერგიის გაზიარება.


ეს მე ვარ. საქართველოში რთულია გადმსოცე ნამდვილი ქომაგობა : ) ბევრი ძმაკაცი გიჟადაც მთვლის უკვე. რომ ვუფიქრდები რამდენი სისულელე გამიკეთებია იუნაიტედის გამო. სისულელე საზოგადოების გადმსოახედიდან თორე ჩემი გადმსოახედიდან ეს არაა სისულელე. მანჩესტერი ჩემი ცხოვრების ნაწილია და იქნება ცხოვრების ბოლომდე!


დიმა სანია შენ ყველაზე მაგარი კაცი ხარ და დიდ პატისვაც გცემ ძმა. მხიარია რომ გიცნობ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: niki
20 იანვარი 2013 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მომეწონააა, აღფრთოვანებული ვარ! ველოდები გაგრძელებას ... smile love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top