თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2016, 16:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3226,
კომენტარები: 22
შვედისა და "იუნაიტედის" ინტერესები არ ემთხვევა
იბრაჰიმოვიჩი და "იუნაიტედი" ვერ თანხმდებიან.
შვედისა და
The Sunday Mirror-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლას ართულებს რიო-დე-ჟანეიროში გასამართი ოლიმპიადა, რომელზე გამგზავრებაც შვედს სურს.

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს "ოლდ ტრაფორდზე" ერთწლიანი კონტრაქტი და კვირაში 250 ათასი ფუნტი შესთავაზეს ხელფასის სახით და შეთანხმება მას შემდეგ უნდა გაფორმებული, რაც ზლატანს პსჟ-სთან მიმდინარე თვის ბოლო კონტრაქტი ამოეწურება.

თუმცა, "წითლების" რიგებში იბრაჰიმოვიჩის გადასვლასთან დაკავშირებული შემდგომი მოლაპარაკებები იმის გამო გართულდა, რომ ზლატანს აგვისტოში ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება სურს. შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰაკან ერიქსონი, რომელიც ოლიმპიურ ტურნირზე გუნდს უხელმძღვანელებს, იმედოვნებს, რომ 34 წლის იბრაჰიმოვიჩი მისი თილისმა გახდება სამხრეთ ამერიკაში.

ოლიმპიური წესებით, ერიქსონს უფლებას აქვს, თავისი გუნდის რიგებში აიყვანოს 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი და მისი აზრით, "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარება.

მაგრამ, ზლატანის პერსპექტივები თანხვედრაში არ მოდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებთან.

იბრაჰიმოვიჩის მიმდინარე სეზონი ისედაც გახანგრძლივებულია ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლო მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ შვედი "მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასასეზონო ტურნეზე ვერ გაემგზავრება. გარდა ამისა, იგი გამოტოვებს პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სტარტს. ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ინგლისის ჩემპიონატი კი 13 აგვისტოს იწყება.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
12 ივნისი 2016 16:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ხოდა არამგონია სასწორზე იუნაიტედი რაღAც ოლიმპიურმა თამაშებმა გადაწონოს, თუ მართლა მაგის გამო დათმობაზე არ წავიდა ზლატანი უკვე ძალიან ამპარტავნობა და პროჭობა იქნება, შესაბამისად ღირსიც იქნება რო არ ვიყიდოთ
0
№2
ავტორი: gela-manchesteri
12 ივნისი 2016 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: shotkin
ხოდა არამგონია სასწორზე იუნაიტედი რაღAც ოლიმპიურმა თამაშებმა გადაწონოს, თუ მართლა მაგის გამო დათმობაზე არ წავიდა ზლატანი უკვე ძალიან ამპარტავნობა და პროჭობა იქნება, შესაბამისად ღირსიც იქნება რო არ ვიყიდოთ

ასიანი ხარ ძმი
0
№3
ავტორი: RojoDiablo
12 ივნისი 2016 16:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ტვინი წაიღო რა. თავის თავზე რომ დიდი წარმოდგენა აქვს, ეს დიდი ხანია ვიცით და მომწონს კიდეც, მაგრამ საერთოდ არ მჭირდება გუნდში ფეხბურთელი, რომელიც თავის თავს უფრო წინ დააყენებს, ვიდრე გუნდს.

ამან ოლიმპიური თამაშებიც თუ ითამაშა და საერთოდ არ დაისვენა, მერე კი მოვიდა, რა ზლატანიც არ უნდა იყოს, მაინც გადაიღლება და გადაიტვირთება. უბრალოდ ვერ შეძლებ ფეხბურთელი მთელი 2 წელი გაუჩერებლად ფეხბურთის თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Iunaitedi
12 ივნისი 2016 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
შეძლებით ეს ყველაფერს შეძლებს ისეთია. კაროჩე რაა..
0
№5
ავტორი: hemi
12 ივნისი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
რაღაც არა მგონია ღლაპებთან თამაში ამჯობინოს იუნაიტედს, ევროპა მორჩება და თუ მოდის მოვა და თუ არა იმასაც იტყვის სად წავა, ოლიმპიადის გამო არ გაიფუჭებს საქმეს
0
№6
ავტორი: მარსიალი
12 ივნისი 2016 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
თავისთავს უფრო წინ აყენებს ვიდრე გუნდს? რა სისულელეა იაასნა |შვედია ტიპი და შვედეთი მანჩესტერზე წინ რატო არ უნდა დააყენოს იმ ქართველი ფეხბურთელის ცენზურა ვინც გუნდს პირველ პლანზე დააყენებს და ნაკრებს მეორე პლანზე ამ შემთხვევაში მე სრულიად მესმის იბრასი ქვეყანა გუნდზე წინ უნდა დააყენო ყოველთვის ნაკრებია შვედია და ინგლისური გუნდი მეორე პლანზეა სრულიად გასაგებია ვეთანხმები სად სანაკრებო ტიტული და საკლუბო სტაარტი
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
12 ივნისი 2016 17:59
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მაინც მოხვალ იბრა დაიკიდე ოლიმპიური თამაშები
0
№8
ავტორი: VARDOSANIDZE
12 ივნისი 2016 18:21
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
დაიკიდე იბრა ოლიმპიური თამაშები
0
№9
12 ივნისი 2016 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ატრაკეებთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№10
ავტორი: RojoDiablo
12 ივნისი 2016 18:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: მარსიალი
თავისთავს უფრო წინ აყენებს ვიდრე გუნდს? რა სისულელეა იაასნა |შვედია ტიპი და შვედეთი მანჩესტერზე წინ რატო არ უნდა დააყენოს იმ ქართველი ფეხბურთელის ცენზურა ვინც გუნდს პირველ პლანზე დააყენებს და ნაკრებს მეორე პლანზე ამ შემთხვევაში მე სრულიად მესმის იბრასი ქვეყანა გუნდზე წინ უნდა დააყენო ყოველთვის ნაკრებია შვედია და ინგლისური გუნდი მეორე პლანზეა სრულიად გასაგებია ვეთანხმები სად სანაკრებო ტიტული და საკლუბო სტაარტი

ჯერ ერთი, ეს დიდი ნაკრები არ არის და 23-წლამდელებში უნდა ითამაშოს, მერე მეორეც, მე ვიგულისხმე, რომ "იუნაიტედზე" წინ თუ მის თავს დააყენებს, სულაც არ მოვიდეს მირჩევნია. ამის პატრიოტული მიდგომა იუნაიტედს დააზარალებს და შენ რა უფრო გაღელვებს, იბრას პატრიოტიზმი თუ იუნაიტედის წარმატება?

არსად გამიკრიტილებია ზლატანი თავისი არჩევანის გამო - ხაზს ვუსვამ და თუ დაუფიქრდები, აღარ მოგეჩვენება სისულელედ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top