თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2100,
კომენტარები: 12
"ინტერი" შვაინშტაიგერის იჯარით აყვანას ეცდება
მილანის "ინტერი" გერმანელი ნახევარმცველის დროებითი სამსახურით ინტერესდება.
მილანის "ინტერს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის იჯარით აყვანა სურს.

გერმანელი "ოლდ ტრაფორდზე" გასულ წელს "ბაიერნიდან" გადაბარგდა და მასში "წითლებმა" 6.5 მლნ. ფუნტი გადაიხადეს. ამ ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ 31 წლის მოთამაშისთვის პრემიერ ლიგა მეტისმეტად რთული ჩემპიონატი აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ მოლოდინი გამართლდა, რამეთუ ბასტიანმა 123 დღე გაატარა ლაზარეთში.

შვაინშტაიგერმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 31 მატჩი ჩაატარა "წითელი ეშმაკების" რიგებში და ტრავმის მიზეზით 24 შეხვედრა გამოტოვა.

ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გერმანელზე დაყრდნობას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიანი ამჟამად "იუნაიტედში" ყველაზე დიდ ხელფასს, კვირაში 275 ათას ფუნტს იღებს.

იტალიური ვებ გვერდი CalcioMercatoWeb-ი კი იტყობინება, რომ მილანის "ინტერი" მზად არის, შვაინშტაიგერი გადაიბიროს და 2015/16 წლების სეზონი "ჯიუზეპე მეაცაზე" გაატარებინოს.

ამგვარი ქმედებით რობერტო მანჩინი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს შიდა ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად.

გამოცემაში ნათქვამია, რომ "ინტერი" ბასტიანს მხოლოდ მაშინ გადაიბირებს, თუკი მარსელო ბროზოვიჩის იჯარას არ გამოისყიდის და მას ზაგრების "დინამოში" დააბრუნებს.

წყარო: express
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
10 ივნისი 2016 14:02
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არანაირად არ უნდა გავანათხოვროთ, ტრავმები ქონდა საშინელი, ვნახოთ მომდევნო სეზონში როგორ იქნება.

ინტერში წასული ხალხის ბედი ვიცი მე
0
№2
ავტორი: shotkin
10 ივნისი 2016 14:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი პოგბაც რო მოვიყვანოთ ეს მაინც საჭირო კაიცა უზომო გამოცდილება აქვს , უბრალოდ ფორმაში უნდა იყოს და სტაბილურად თამაშობდეს და ყველაფერი კარგად იქნება
0
№3
ავტორი: PLANeta
10 ივნისი 2016 14:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
შიგ ხომ არა აქვთ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: SAF
10 ივნისი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
200 აქ და არა 275
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: gela-manchesteri
10 ივნისი 2016 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
წაიყეთ აქედან
0
№6
ავტორი: kantona-7
10 ივნისი 2016 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არსად არუნდა წავიდეს ბასტი ბევრს ჯობია მანიუს ნახევარდაცვაში რადგან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და სხვებირო დადიანხოლმე ესბოლომდე იბრძვის ყველა ბურთზე და ჯახაობს მაგრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: hemi
10 ივნისი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ტრამვები მთელ გუნდს ქონდა ეგ რა შუაშია, როცა ფორმაში იყო ძაან მაგრა ითამაშა და ამაზე გამოცდილ კლასნი ფეხბურთელს ნახევარდაცვაში კაი ხანი ვერ მოვიყვანთ, თან მაგარი ხედვა აქვს მოედნის, პასი, დარტყმა რითი გინდა რო დაიწუნო, ერთი ასაკია მარა 2 წელი ითამაშებს ნორმალურად და არა მგონია ჟოზემ ასეთ ლეგენდაზე უარი თქვას
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 15:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არ გაუშვებენ
0
№9
ავტორი: Iunaitedi
10 ივნისი 2016 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
1 სეზონიც ვაცადოთ..
0
№10
ავტორი: dybbuk
10 ივნისი 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
რა იჯარა, შვაინას დონის ნახევარმცველი დღეს არაა გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top