თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2101,
კომენტარები: 12
"ინტერი" შვაინშტაიგერის იჯარით აყვანას ეცდება
მილანის "ინტერი" გერმანელი ნახევარმცველის დროებითი სამსახურით ინტერესდება.
მილანის "ინტერს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის იჯარით აყვანა სურს.

გერმანელი "ოლდ ტრაფორდზე" გასულ წელს "ბაიერნიდან" გადაბარგდა და მასში "წითლებმა" 6.5 მლნ. ფუნტი გადაიხადეს. ამ ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ 31 წლის მოთამაშისთვის პრემიერ ლიგა მეტისმეტად რთული ჩემპიონატი აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ მოლოდინი გამართლდა, რამეთუ ბასტიანმა 123 დღე გაატარა ლაზარეთში.

შვაინშტაიგერმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 31 მატჩი ჩაატარა "წითელი ეშმაკების" რიგებში და ტრავმის მიზეზით 24 შეხვედრა გამოტოვა.

ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გერმანელზე დაყრდნობას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიანი ამჟამად "იუნაიტედში" ყველაზე დიდ ხელფასს, კვირაში 275 ათას ფუნტს იღებს.

იტალიური ვებ გვერდი CalcioMercatoWeb-ი კი იტყობინება, რომ მილანის "ინტერი" მზად არის, შვაინშტაიგერი გადაიბიროს და 2015/16 წლების სეზონი "ჯიუზეპე მეაცაზე" გაატარებინოს.

ამგვარი ქმედებით რობერტო მანჩინი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს შიდა ჩემპიონატში წარმატების მისაღწევად და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად.

გამოცემაში ნათქვამია, რომ "ინტერი" ბასტიანს მხოლოდ მაშინ გადაიბირებს, თუკი მარსელო ბროზოვიჩის იჯარას არ გამოისყიდის და მას ზაგრების "დინამოში" დააბრუნებს.

წყარო: express
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვერ გაქაჩაა რააა smile
0
№12
ავტორი: VARDOSANIDZE
10 ივნისი 2016 23:55
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
დაკარით ცხვირი wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top