"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გამართა მოლაპარაკებები მექსიკურ კლუბ "პაჩუკას" 20 წლის ვინგერის, ჰირვინ ლოზანოს ტრანსფერთან დაკავშირებით, რაც თავად კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეს ფასიმაც დაადასტურა.
მექსიკელი ფეხბურთელი "პაჩუკას" ახალგაზრდულ გუნდს 2009 წელს შეუერთდა, 2014 წელს კი მთავარ გუნდშიც გამოჩნდა. ლოზანომ კლუბის მაისური 122 შეხვედრაში მოირგო და თავი 33 გატანილი ბურთით გამოიჩინა, მისმა შესანიშნავმა ფორმამ კი "იუნაიტედისა" და სხვა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო.
მექსიკურ რადიოსთან ინტერვიუში კი, კლუბის პრეზიდენტმა ფასიმ ღიად განაცხადა, რომ მას რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მიმართა ლაზანოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
"რამდენიმე კლუბმა მოგვმართა, მათ შორის "იუნაიტედმაც". ალბათ, უკვე დროა, რომ ლოზანოს მომავალზე ვიფიქოთ."
"პაჩუკას" უკვე წლებია გააჩნია სტრუქტურა, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ინგლისის, პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის კლუბებთან."
"რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს კონტაქტი, შედეგად ახლო მომავალში ლოზანო ევროპაში გადასვლას შეძლებს."