თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2016, 17:21
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 3721,
კომენტარები: 21
"იუნაიტედი" მექსიკელი ვინგერით გაძლიერდება
ჰირვინ ლოზანო მალე "გაეშმაკდება".
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გამართა მოლაპარაკებები მექსიკურ კლუბ "პაჩუკას" 20 წლის ვინგერის, ჰირვინ ლოზანოს ტრანსფერთან დაკავშირებით, რაც თავად კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეს ფასიმაც დაადასტურა.

მექსიკელი ფეხბურთელი "პაჩუკას" ახალგაზრდულ გუნდს 2009 წელს შეუერთდა, 2014 წელს კი მთავარ გუნდშიც გამოჩნდა. ლოზანომ კლუბის მაისური 122 შეხვედრაში მოირგო და თავი 33 გატანილი ბურთით გამოიჩინა, მისმა შესანიშნავმა ფორმამ კი "იუნაიტედისა" და სხვა ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო.

მექსიკურ რადიოსთან ინტერვიუში კი, კლუბის პრეზიდენტმა ფასიმ ღიად განაცხადა, რომ მას რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მიმართა ლაზანოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

"რამდენიმე კლუბმა მოგვმართა, მათ შორის "იუნაიტედმაც". ალბათ, უკვე დროა, რომ ლოზანოს მომავალზე ვიფიქოთ."

"პაჩუკას" უკვე წლებია გააჩნია სტრუქტურა, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ინგლისის, პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის კლუბებთან."

"რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს კონტაქტი, შედეგად ახლო მომავალში ლოზანო ევროპაში გადასვლას შეძლებს."




metro.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები
21 კომენტარი
№21
ავტორი: redarmy10
7 ივნისი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ძაან სწრაფიაა და დრიბლინგიც კარგია აქვს მე მომწონს

smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top