თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 14
ფოსუ-მენსა: "ახლა "იუნაიტედი" ნაკრებზე მნიშვნელოვანია"
ახალგაზრდა მცველმა ჰოლანდიელებთან ერთად არყოფნის მიზეზი ახსნა.
ფოსუ-მენსა:
ტიმოთი ფოსუ-მენსამ განმარტა, რომ მაისში ჰოლანდიის ნაკრებში ვერ მოხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

18 წლის მცველმა ამხანაგურ მატჩებში დენი ბლინდისგან ნაკრებში მიწვევა მიიღო, მაგრამ ფიზიკური პრობლემების გამო მისი სანაკრებო დებიუტი არ შედგა.

ფოსუ-მენსა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიის რიგებში მომავალში კვლავ ითამაშებს, მანამდე კი "იუნაიტედში" უნდა დაიმკვიდროს ადგილი.

"საზარდულის ტრავმამ ბევრი პრობლემა გამოიწვია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და ექიმს ამის შესახებ ვაცნობე. დასვენება მჭირდება. ახლა რომ ზედმეტად გადავიტვირთო, წინასასეზონო ტურნეზე ვეღარ ვითამაშებ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩინეთში მივემგზავრები. ამისთვის მზად უნდა ვიყო. ხანგრძლივი მგზავრობა გველის და ბევრს ვივარჯიშებთ.

ჩემს ფიზიოთერაპევტს ორ კვირაში შევხვდები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, სეზონის პირველი ვარჯიშისთვის მზად ვიქნები.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ თვალს მადევნებს. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ. ჩემი დროც მოვა. ახლა "იუნაიტედზე" ვფიქრობ. ჰოლანდიის ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ და მწვრთნელი თვალს არ მომაშორებს",
- განაცხადა ფოსუ-მენსამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2016 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Imedia Im molodins gaamartlebs rac gvaq
0
№2
ავტორი: Mike
5 ივნისი 2016 13:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
იმ ბეილის 30 მილიონად ყიდვას ჯობია მენსას მიხედოს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
5 ივნისი 2016 13:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ან ცენტრალურ მცველად ან ნახევარმცველად, თავის პოზიციაზე უნდა განვითარდეს, იმედია ფლანგზე აღარ იდგება. დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის და იმედია მოუ არ დაკარგავს
0
№4
ავტორი: Iunaitedi
5 ივნისი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Mike
იმ ბეილის 30 მილიონად ყიდვას ჯობია მენსას მიხედოს

Gauzrdiat megoni, 40io
0
№5
ავტორი: hemi
5 ივნისი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ნორმალურად დაიწყო ამან თასზე პენალს თუ არ ჩავთვლით, ეტყობა რო ნიჭიერია და მონდომებული + ფიზიკურადაც ძლერია, იმედია დადგება კაი იგროკი ამისგან
სურათზე რა როჟა აქ ისე:დ:დ

ნორმალურად დაიწყო ამან თასზე პენალს თუ არ ჩავთვლით, ეტყობა რო ნიჭიერია და მონდომებული + ფიზიკურადაც ძლერია, იმედია დადგება კაი იგროკი ამისგან
სურათზე რა როჟა აქ ისე:დ:დ
0
№6
ავტორი: rene harrison_
5 ივნისი 2016 13:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
აკადემია მუდამ ამარაგებდა და ამარაგებს ფოსუს მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდებით. ათეულობით მილიონების ყრას ჯობია, აკამიას მივხედოთ და რაც შეიძლება მეტი დავაწინაოროთ იქიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ტიმი იმედებს გაამართლებს და უმაღლესი დონის ფეხბურთელი დადგება
0
№7
ავტორი: gela-manchesteri
5 ივნისი 2016 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვინმეს ვყიდულობტ ვაბშე 5დრე გავიდა უკვე თუ როგორც ყოველთვის დაიცერება დაიცერება და მერე არაფერი
0
№8
ავტორი: dybbuk
5 ივნისი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
ბოლობოლო რა არის მისი პოზიცია, მარჯვნივ, ცენტრში, მარცხნივ თუ აპორნიკად? ვეღარ გავიგე
0
№9
ავტორი: VARDOSANIDZE
5 ივნისი 2016 15:59
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: dybbuk
ბოლობოლო რა არის მისი პოზიცია, მარჯვნივ, ცენტრში, მარცხნივ თუ აპორნიკად? ვეღარ გავიგე

სტანდარტულია wink
0
№10
ავტორი: GeorgeBest
5 ივნისი 2016 17:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: dybbuk
ბოლობოლო რა არის მისი პოზიცია, მარჯვნივ, ცენტრში, მარცხნივ თუ აპორნიკად? ვეღარ გავიგე

ცენტრალური ნახევარმცველია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top