თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 14
ფოსუ-მენსა: "ახლა "იუნაიტედი" ნაკრებზე მნიშვნელოვანია"
ახალგაზრდა მცველმა ჰოლანდიელებთან ერთად არყოფნის მიზეზი ახსნა.
ფოსუ-მენსა:
ტიმოთი ფოსუ-მენსამ განმარტა, რომ მაისში ჰოლანდიის ნაკრებში ვერ მოხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

18 წლის მცველმა ამხანაგურ მატჩებში დენი ბლინდისგან ნაკრებში მიწვევა მიიღო, მაგრამ ფიზიკური პრობლემების გამო მისი სანაკრებო დებიუტი არ შედგა.

ფოსუ-მენსა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიის რიგებში მომავალში კვლავ ითამაშებს, მანამდე კი "იუნაიტედში" უნდა დაიმკვიდროს ადგილი.

"საზარდულის ტრავმამ ბევრი პრობლემა გამოიწვია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და ექიმს ამის შესახებ ვაცნობე. დასვენება მჭირდება. ახლა რომ ზედმეტად გადავიტვირთო, წინასასეზონო ტურნეზე ვეღარ ვითამაშებ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩინეთში მივემგზავრები. ამისთვის მზად უნდა ვიყო. ხანგრძლივი მგზავრობა გველის და ბევრს ვივარჯიშებთ.

ჩემს ფიზიოთერაპევტს ორ კვირაში შევხვდები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, სეზონის პირველი ვარჯიშისთვის მზად ვიქნები.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, რომ თვალს მადევნებს. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ. ჩემი დროც მოვა. ახლა "იუნაიტედზე" ვფიქრობ. ჰოლანდიის ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ და მწვრთნელი თვალს არ მომაშორებს",
- განაცხადა ფოსუ-მენსამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: sandroo
5 ივნისი 2016 17:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
აუ რა ჩაქუჩა თავიაქ შეღუნულია ბურთი :DDDDDDDDDD
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2016 18:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
უნდა მიეცეს შანსი
0
№13
ავტორი: stepno
5 ივნისი 2016 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან კარგი ბიჭია
0
№14
ავტორი: kantona-7
5 ივნისი 2016 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარი ბიჭია hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top