თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2016, 07:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3258,
კომენტარები: 15
ცენტრალურმა მცველებმა 21-წლიანი შედეგი გააუმჯობესეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველების საუკეთესო შედეგი.
ცენტრალურმა მცველებმა 21-წლიანი შედეგი გააუმჯობესეს
დეილი ბლინდმა და კრის სმოლინგმა 2015/16 წლების სეზონში ცალ-ცალკე უფრო მეტი მატჩი ჩაატარეს სასტარტო შემადგენლობაში, ვიდრე ბოლო 21 სეზონის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა.

ცენტრალურმა მცველებმა ყველა ტურნირზე 55-55 მატჩი დაიწყეს ძირითად შემადგენლობაში - 1994/95 წლების სეზონის შემდეგ არამეკარე ფეხბურთელისთვის გარი პალისტერის (58) შემდეგ ეს საუკეთესო შედეგია, ხოლო 1998/99 წლების სეზონში პეტერ შმეიხელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობის (56) შემდეგ საუკეთესო.

ეპოქაში, როცა გუნდის როტაცია ძალზედ ჩვეული მახასიათებელია, შთამბეჭდავი სტატისტიკა მიუთითებს ფეხბურთელების თანმიმდევრულობასა და კარგ ფორმაში ყოფნაზე. სწორედ მათი მცდელობის შედეგიცაა დავიდ დე ხეასთან ერთად, რომ "იუნაიტედმა" პრემეირ ლიგაში ყველაზე მეტი (18) "მშრალი" მატჩი ჩაატარეს და "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე ცოტა (35) გოლი გაუშვეს.

მატჩები, რომლებიც ბლინდმა სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიწყო, იყო "ევერტონთან" გასვლაზე, ცსკა-სთან გასვლაზე და "მანჩესტერ სიტისთან" სახლში (ზედიზედ სამი მატჩი ოქტომბერში) ჩატარებული შეხვედრები, ამას დამატებული "ნორვიჩთან" მაისში გასვლაზე ჩატარებული მატჩი. სმოლინგმა დეკემბერში "ბორნმუთთან" გასვლაზე დაპირისპირება , თებერვალში "მიდტიულანთან და "არსენალთან" სახლში, ხოლო მარტში "უოტფორდთან" საშინაო მატჩი გამოტოვა. ასე რომ, 2015/16 წლების სეზონში ჩატარებულ 59 მატჩში მინიმუმ ერთ-ერთი აღნიშნული ცენტრალური მცველი მაინც იმყოფებოდა სასტარტო შემადგენლობაში.

როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ხედავთ, მოედნის მხოლოდ სამმა მოთამაშემ ჩაატარა 50-ზე მეტი მატჩი ერთ სეზონში ბოლო ათი წლის განმავლობაში - უეინ რუნი (51 2006/07-ში), რიო ფერდინანდი (51 2007/08-ში) და ნემანია ვიდიჩი (52 2008/09-ში).

60-ან ნიშნულს კი ფეხბურთელებმა მხოლოდ 1993/94 წლებში გადააჭარბეს - სტივ ბრიუსი და დენის ირვინი იმ სეზონში მოედანზე 61-ჯერ გავიდნენ სასტარტო შემადგენლობაში და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს დუბლის მოგებაში დაეხმარნენ.

"იუნაიტედის" ფეხბურთელების მიერ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი ბოლო 30 წლის განმავლობაში:


2015/16: დეილი ბლინდი, კრის სმოლინგი (55)
2014/15: დავიდ დე ხეა (43)
2013/14: დავიდ დე ხეა (52)
2012/13: მაიკლ კერიკი, პატრის ევრა (42)
2011/12: პატრის ევრა (47)
2010/11: ნემანია ვიდიჩი (47)
2009/10: პატრის ევრა (48)
2008/09: ნემანია ვიდიჩი (52)
2007/08: რიო ფერდინანდი (51)
2006/07: უეინ რუნი (51)
2005/06: ედვინ ვან დერ სარი (51)
2004/05: მიკაელ სილვესტრი (45)
2003/04: ჯონ ო'ში (46)
2002/03: მიკაელ სილვესტრი (54)
2001/02: ფაბიენ ბარტეზი (49)
2000/01: გარი ნევილი (49)
1999/00: იაპ სტამი (51)
1998/99: პეტერ შმეიხელი (56)
1997/98: დევიდ ბექჰემი (45)
1996/97: ერიკ კანტონა (50)
1995/96: პეტერ შმეიხელი (45)
1994/95: გარი პალისტერი (58)
1993/94: სტივ ბრიუსი, დენის ირვინი (61)
1992/93: სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი (50)
1991/92: ბრაიან მაკკლეირი (57)
1990/91: გარი პალისტერი (58)
1989/90: ბრაიან მაკკლეირი, მაიკ ფელანი (48)
1988/89: სტივ ბრიუსი, მარკ ჰიუზი, ჯიმ ლეიტონი, ბრაიან მაკკლეირი (48)
1987/88: ბრაიან მაკკლეირი (48)
1986/87: პიტერ დეივენპორტი (39)
1985/86: პოლ მაკგრეტი (49)
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ივნისი 2016 07:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეგ ლუის დროს, თორემ მოუს პერიოდში ბლინდი ან საერთოდ არ იქნება გუნდში, ან პოზიციას გამოიცვლის და ასე ხშირად ვეღარ ითამაშებს.

ამასობაში, ჯეიმი ვარდი "არსენალის" ფეხბურთელი გახდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lady in red
5 ივნისი 2016 08:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმედი მაქვს, ახალი სეზონიდან ბლინდს ცენტრალურ მცველად აღარ ვიხილავთ.
0
№3
ავტორი: hemi
5 ივნისი 2016 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: RojoDiablo
ეგ ლუის დროს, თორემ მოუს პერიოდში ბლინდი ან საერთოდ არ იქნება გუნდში, ან პოზიციას გამოიცვლის და ასე ხშირად ვეღარ ითამაშებს.

ამასობაში, ჯეიმი ვარდი "არსენალის" ფეხბურთელი გახდა


ეჰ ეგეც კაცი ყოფილა რა იფიცებოდა არსად გადავალო, მარა ოფიციალურია ეეგ? სკაიმ ვნახე დაწერა მარა მაინც. ისე რა არსენალი ტო სხვაგან წასულიყო სადმე.
ბლინდი სმილინგის წყვილი კიდე რა უნდა თქვა მაგათზე, ერთადერთი რო სტაბილურები იყვნენ თორე არ გვყოლიდა დეხეა და ვნახავდით რამდენი ბურთი გაგვივიდოდა
0
№4
ავტორი: WeAreUnited
5 ივნისი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ვარდი უნდა წასულიყო იმიტომ რომ ფული აქვს მაგ კაცს საშოვნი :) თან ბერდება ხომ არ ახალგაზრდავდება :)
0
№5
ავტორი: ikeoni
5 ივნისი 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol bichebs <3 <3 <3
0
№6
ავტორი: Mufc7
5 ივნისი 2016 10:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ციტატა: WeAreUnited
ვარდი უნდა წასულიყო იმიტომ რომ ფული აქვს მაგ კაცს საშოვნი :) თან ბერდება ხომ არ ახალგაზრდავდება :)

არ უნდა წასულიყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: stepno
5 ივნისი 2016 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვარდის დედაც ჯეკ. აუუ ბლინდი არ მინდაა რა მანჩესტერის ძირითადი მცველი იყოს უბრალოდ საერთოდ არ მაქ მაგ კაცის იმედიიი და იმედია მოუ ვინმე კარგ ძლიერ და ნამდვილ ცენტრალურ მცველს შეიძენს
0
№8
ავტორი: აკო
5 ივნისი 2016 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ციტატა: RojoDiablo
ამასობაში, ჯეიმი ვარდი "არსენალის" ფეხბურთელი გახდა

არ უყიდიათ უბრალოდ ინტერესდება არსენალიო
0
№9
ავტორი: Iunaitedi
5 ივნისი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ლესტერი მაინც დაანგრევს არსენალს და. angry
mianc kargadunda Sefasdes blindi-smolingis dueti.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2016 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომავალ სეზონში რამდენს ითამაშებს თუ ითამაშა საერთოდ ეგაა საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top