დეილი ბლინდმა და კრის სმოლინგმა 2015/16 წლების სეზონში ცალ-ცალკე უფრო მეტი მატჩი ჩაატარეს სასტარტო შემადგენლობაში, ვიდრე ბოლო 21 სეზონის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერმა ფეხბურთელმა.
ცენტრალურმა მცველებმა ყველა ტურნირზე 55-55 მატჩი დაიწყეს ძირითად შემადგენლობაში - 1994/95 წლების სეზონის შემდეგ არამეკარე ფეხბურთელისთვის გარი პალისტერის (58) შემდეგ ეს საუკეთესო შედეგია, ხოლო 1998/99 წლების სეზონში პეტერ შმეიხელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობის (56) შემდეგ საუკეთესო.
ეპოქაში, როცა გუნდის როტაცია ძალზედ ჩვეული მახასიათებელია, შთამბეჭდავი სტატისტიკა მიუთითებს ფეხბურთელების თანმიმდევრულობასა და კარგ ფორმაში ყოფნაზე. სწორედ მათი მცდელობის შედეგიცაა დავიდ დე ხეასთან ერთად, რომ "იუნაიტედმა" პრემეირ ლიგაში ყველაზე მეტი (18) "მშრალი" მატჩი ჩაატარეს და "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე ცოტა (35) გოლი გაუშვეს.
მატჩები, რომლებიც ბლინდმა სასტარტო შემადგენლობაში ვერ დაიწყო, იყო "ევერტონთან" გასვლაზე, ცსკა-სთან გასვლაზე და "მანჩესტერ სიტისთან" სახლში (ზედიზედ სამი მატჩი ოქტომბერში) ჩატარებული შეხვედრები, ამას დამატებული "ნორვიჩთან" მაისში გასვლაზე ჩატარებული მატჩი. სმოლინგმა დეკემბერში "ბორნმუთთან" გასვლაზე დაპირისპირება , თებერვალში "მიდტიულანთან და "არსენალთან" სახლში, ხოლო მარტში "უოტფორდთან" საშინაო მატჩი გამოტოვა. ასე რომ, 2015/16 წლების სეზონში ჩატარებულ 59 მატჩში მინიმუმ ერთ-ერთი აღნიშნული ცენტრალური მცველი მაინც იმყოფებოდა სასტარტო შემადგენლობაში.
როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ხედავთ, მოედნის მხოლოდ სამმა მოთამაშემ ჩაატარა 50-ზე მეტი მატჩი ერთ სეზონში ბოლო ათი წლის განმავლობაში - უეინ რუნი (51 2006/07-ში), რიო ფერდინანდი (51 2007/08-ში) და ნემანია ვიდიჩი (52 2008/09-ში).
60-ან ნიშნულს კი ფეხბურთელებმა მხოლოდ 1993/94 წლებში გადააჭარბეს - სტივ ბრიუსი და დენის ირვინი იმ სეზონში მოედანზე 61-ჯერ გავიდნენ სასტარტო შემადგენლობაში და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს დუბლის მოგებაში დაეხმარნენ. "იუნაიტედის" ფეხბურთელების მიერ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი ბოლო 30 წლის განმავლობაში:
2015/16: დეილი ბლინდი, კრის სმოლინგი (55) 2014/15: დავიდ დე ხეა (43) 2013/14: დავიდ დე ხეა (52) 2012/13: მაიკლ კერიკი, პატრის ევრა (42) 2011/12: პატრის ევრა (47) 2010/11: ნემანია ვიდიჩი (47) 2009/10: პატრის ევრა (48) 2008/09: ნემანია ვიდიჩი (52) 2007/08: რიო ფერდინანდი (51) 2006/07: უეინ რუნი (51) 2005/06: ედვინ ვან დერ სარი (51) 2004/05: მიკაელ სილვესტრი (45) 2003/04: ჯონ ო'ში (46) 2002/03: მიკაელ სილვესტრი (54) 2001/02: ფაბიენ ბარტეზი (49) 2000/01: გარი ნევილი (49) 1999/00: იაპ სტამი (51) 1998/99: პეტერ შმეიხელი (56) 1997/98: დევიდ ბექჰემი (45) 1996/97: ერიკ კანტონა (50) 1995/96: პეტერ შმეიხელი (45) 1994/95: გარი პალისტერი (58) 1993/94: სტივ ბრიუსი, დენის ირვინი (61) 1992/93: სტივ ბრიუსი, გარი პალისტერი (50) 1991/92: ბრაიან მაკკლეირი (57) 1990/91: გარი პალისტერი (58) 1989/90: ბრაიან მაკკლეირი, მაიკ ფელანი (48) 1988/89: სტივ ბრიუსი, მარკ ჰიუზი, ჯიმ ლეიტონი, ბრაიან მაკკლეირი (48) 1987/88: ბრაიან მაკკლეირი (48) 1986/87: პიტერ დეივენპორტი (39) 1985/86: პოლ მაკგრეტი (49)