თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 16
skysports: გიგზი "იუნაიტედს" ტოვებს
რაიან გიგზი კლუბთან 29-წლიან კავშირს წყვეტს.
skysports: გიგზი
Sky Sports-ი იტყობინება, რომ რაიან გიგზს ძალიან სურს დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს.

ჟოზე მოურინიო უელსელს თავის სამწვრთნელო შტაბში ადგილს სთავაზობდა, თუმცა არა - ასისტენტად, რადგანაც ამ ადგილს მისთვის უკვე კარგად ნაცნობ რუი ფარიას ანდობს.

თუმცა, გიგზი არ აპირებს ასეთი შეთავაზების მიღებას და კლუბთან 29-წლიან კავშირს შეწყვეტს, რადგანაც მან "ოლდ ტრაფორდზე" მოსალოდნელი როლი, ესე იგი, მწვრთნელის პოსტი ვერ მიიღო.

ლუი ვან გაალის წასვლის შემდეგ რაიანს იმედი ჰქონდა, რომ "წითელი ეშმაკების" გაწვრთნის შანსს სწორედ ის მიიღებდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა, ვინაიდან "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გამოცდილი ჟოზე მოურინიო აირჩია და გიგზს მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდის გაწვრთნა შესთავაზა.

პრესაში იწერებოდა, რომ გიგზი არდადეგებიდან დაბრუნდა და მოურინიოსთან შეხვედრაც კი გამართა, მაგრამ Sky Sports-ი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამტკიცებს, რომ რაიანი კვლავ დუბაიში იმყოფება, პორტუგალიელთან სიტუაციის გასარკვევად კი არ უსაუბრია.

მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" სილვინიო ლოუროს მიიყვანს მეკარეთა მწვრთნელად. კარლოს ლალინი, რომელიც მოურინიოსთან ერთად მადრიდის "რეალში" და "ჩელსიში" მეორედ მისვლის დროს მუშაობდა, ორშაბათს კარინგტონზე თან ახლდა პორტუგალიელს, როგორც მოსალოდნელია, ისიც იქნება "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში.

წყარო: skysports
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
3 ივნისი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ისე მიდიოდა საქმე რო ასე უნდა მომხდარიყო რაღაც პონტში მაინც დამწყდა გული, ახლა წადი რამე ნორმალური გუნდი ჩაიბარე ამ 3 წელში მაგრა გაქაჩე, ჩვენც დავინახავთ რო შეგიძლია მწვრთნელობა და ხელმძღვანელობაც მოგენდობა, წარმატებები აბა ჯერ არაა ოფიციალური მარა სკაიმ თუ თქვა რაღა უკლია
0
№2
ავტორი: Lady in red
3 ივნისი 2016 10:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
გული მწყდება ძალიან, მაგრამ იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება.
0
№3
ავტორი: dachi_mu
3 ივნისი 2016 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
სიტუაციას ვერ აცნნობიერებს კარგად გიგზი რა...გუნდი რა წუმპეშია ვერ ხვდება..თუ რამის შეცვლა უნდოდა ამოეღო ლუის დროს ხმა ესაც რო იდო ხოლმე სკამზე smile
0
№4
ავტორი: Iunaitedi
3 ივნისი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ეგრე ჯობია მაშინ.
0
№5
ავტორი: AkkRed
3 ივნისი 2016 11:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დარჩენილიყო 21 წლამდელთა მწვრთნელი მერე ტეხავს? აგერ ზიდანისგან აეღო მაგალითი
0
№6
ავტორი: stepno
3 ივნისი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაიყოო სად ეჩქარებაა ამ ჩემისას ჯერ ტიპი ახალგაზრდაა უამრავი წელი იქნება მწრვთნელი რო მოინდომოს ჩაებარებინა 21 წლამდელები და მერე 3 წლის მერე უეჭველი მიიღებდა შეთავაზებას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
0
№7
ავტორი: gela-manchesteri
3 ივნისი 2016 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love ცუიდია
0
№8
ავტორი: lefty
3 ივნისი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ძაან კაია წავიდეს რამე კლუბში პრაქტიკა გაიაროს
0
№9
ავტორი: Malboro463
3 ივნისი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ძალიან კარგიი.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
3 ივნისი 2016 13:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რატომ უნდა დარჩეს ვერ ვხვდები. სკამზე იჯდეს და ელოდოს, როდის მიეცემა შანსი? თუ გიგზის მოყვანა უნდათ, ეს სადაც არ უნდა იყოს, ყველა გუნდიდან გადავა "იუნაიტედში" მწვრთნელად. წავა, გამოცდილებას მიიღებს და დაბრუნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top