ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ის პეპ გვარდიოლაზე არ იქნება კონცენტრირებული, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელების დაპირისპირებისას სხვამ შეიძლება ისარგებლოს.
ამ მწვრთნელების დაპირისპირება და, საკმაოდ მწვავეც, ჯერ კიდევ ესპანეთიდან იწყება, სადაც მოურინიო "რეალს", ხოლო გვარდიოლა "ბარსელონას" ხელმძღვანელობდა, მათი მეტოქეობა კი მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში მანჩესტერულ დერბიში განახლდება.
თუმცა პორტუგალიელი ამას ყურადღებას არ აქცევს: "რაც წარსულში მოხდა, უდანაშაულოს არ მხდის. ორი წლის განმავლობაში მე და პეპი ვიყავით ჩემპიონატში, სადაც ჩემპიონი ხდებოდა ან ის, ან მე, "რეალი" ან "ბარსელონა".
ასეთ სიტუაციებში ინდივიდუალურ დაპირისპირებებს ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია, რადგან მათ ბევრ რამეზე აქვთ გავლენა. მაგრამ პრემიერ ლიგაში, თუ მე ვიფიქრებ მასზე და "მანჩესტერ სიტიზე", ის კი ჩემზე და "მანჩესტერ იუნაიტედზე", მაშინ სხვა კლუბი გახდება ჩემპიონი", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.