თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3159,
კომენტარები: 17
მოურინიო გვარდიოლასთან დაპირისპირების შესახებ
ჟოზე მოურინიო ძველი კონკურენციის აღდგენის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს.
მოურინიო გვარდიოლასთან დაპირისპირების შესახებ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ის პეპ გვარდიოლაზე არ იქნება კონცენტრირებული, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელების დაპირისპირებისას სხვამ შეიძლება ისარგებლოს.

ამ მწვრთნელების დაპირისპირება და, საკმაოდ მწვავეც, ჯერ კიდევ ესპანეთიდან იწყება, სადაც მოურინიო "რეალს", ხოლო გვარდიოლა "ბარსელონას" ხელმძღვანელობდა, მათი მეტოქეობა კი მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგაში მანჩესტერულ დერბიში განახლდება.

თუმცა პორტუგალიელი ამას ყურადღებას არ აქცევს: "რაც წარსულში მოხდა, უდანაშაულოს არ მხდის. ორი წლის განმავლობაში მე და პეპი ვიყავით ჩემპიონატში, სადაც ჩემპიონი ხდებოდა ან ის, ან მე, "რეალი" ან "ბარსელონა".

ასეთ სიტუაციებში ინდივიდუალურ დაპირისპირებებს ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია, რადგან მათ ბევრ რამეზე აქვთ გავლენა. მაგრამ პრემიერ ლიგაში, თუ მე ვიფიქრებ მასზე და "მანჩესტერ სიტიზე", ის კი ჩემზე და "მანჩესტერ იუნაიტედზე", მაშინ სხვა კლუბი გახდება ჩემპიონი",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Lady in red
1 ივნისი 2016 16:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამათი დაპირსპირება საერთოდ არ მაინტერესებს მთავარია გუნდს ეშველოს.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
1 ივნისი 2016 16:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სწორი თქვა ნამდვილად, მარტო სიტი და გვარიდოლა არ უნდა აღელვებდეს, უამრავი კონკურენტია და ყველასთან უნდა იბრძოლოს
0
№13
ავტორი: hemi
1 ივნისი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მოუ შენ იცი აბა, არც პეპთან და არც არავისთან არ უნდა შევრცხვეთ
0
№14
ავტორი: jokero89
1 ივნისი 2016 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
smile წარმატებები
0
№15
ავტორი: Iunaitedi
1 ივნისი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
არაფერი გუნდი სიტი არაა.
0
№16
ავტორი: gela-manchesteri
1 ივნისი 2016 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ვნახოთ რა იქნება
0
№17
ავტორი: JuanMata
1 ივნისი 2016 22:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვან გაალის მერე ასეთი ადეკვატური ინტერვიუები ცოტა მეუცხოება. სიტყვა ფილოსოფია რატომა არაა ნახსენები სტატიაში?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top