თბილისი:
მანჩესტერი:
31-05-2016, 14:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3191,
კომენტარები: 19
skysports: მოურინიო მატას და ბლინდს გაყიდის
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" წყვილს გაყიდის.
skysports: მოურინიო მატას და ბლინდს გაყიდის
Sky Sports-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს მისვლას დეილი ბლინდი და ხუან მატა შეეწირებიან.

მოურინიო, რომელიც ორშაბათს ედ ვუდვორდისა და სერ ბობი ჩარლტონის მასპინძლობით კარინგტონს ეწვია, უკვე ადგენს სატრანსფერო ბაზარზე გასვლის გეგმებს და საჭირო ფეხბურთელებიც აღმოაჩინა.

არც მატა, არც ბლინდი არ იქნებიან მოურინიოს გეგმების ნაწილი მომდევნო სეზონებში. მოურინიო ორივე მათგანს გაყიდის ზაფხულში და მათ ნაცვლად სხვა ფეხბურთელებს შეიძენს.

მატა ერთხელ უკვე გახდა მოურინიოს არასასურველი ფეხბურთელი, როცა "ჩელსის" წლის საუკეთესო მოთამაშემ 2014 წლის იანვარში "იუნაიტედს" მიაშურა.

იმ დროს მოურინიო უკმაყოფილო იყო მატას შრომისუნარიანობით და ასევე ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ესპანელი მის ტაქტიკურ სისტემას ერგებოდა. მას შემდეგ კი აზრი არ შეუცვლია და ეს შეიძლება მატასთვის სავალალო აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, ბლინდი, რომელიც ვან გაალმა 14 მლნ. ფუნტად შეიძინა თავის პირველ სეზონში, მოურინიოსთვის არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, რაც ასევე მის გაყიდვას შეუწყობს ხელს.

ჟოზეს ისტორია იცნობს ისეთი ცენტრალური მცველების შეძენას, როგორებიც კურტ ზუმა და რაფაელ ვარანი არიან, ვინც სისწრაფით, სიმაღლითა და ძლიერი აღნაგობით გამოირჩევიან. სწორედ მათი მონაცემები იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი იმაში, რომ პორტუგალიელმა პირველი მათგანი "ჩელსიში", ხოლო მეორე "რეალში" ათამაშა.

წყარო: skysports
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
31 მაი 2016 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
no
0
№2
ავტორი: VARDOSANIDZE
31 მაი 2016 14:43
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
არაა კაი ამბავი
0
№3
ავტორი: Mufc7
31 მაი 2016 14:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვახ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 მაი 2016 15:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სანამ თვითონ მოურინიო არ იტყვის რამეს ვერაფერს გაიგებ
0
№5
ავტორი: PLANeta
31 მაი 2016 15:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ანუ იანგი რჩება... areyoukiddingme
0
№6
ავტორი: gilmour
31 მაი 2016 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჯერ ალბათ ჭორებია, მაგრამ ბლინდზე დიდად არ დამწყდება ული, მატას რაც შეეხება, კი მოუკლო უკვე მაგრად, მაგრამ თუ ეგ გასაშვებია მაშინ ერთი 10-12 კაცი უკან უნდა მიაყოლო.
0
№7
ავტორი: A.HERRERA
31 მაი 2016 15:17
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
რატომღაც მგონია რო ფოსუ-მენსას დაცვის ცენტრში მშვენივრად გამოიყენებს მოუ, სმოლინგს შეუწვილებს, მარა მცველი მაინც მოსაყვანია და ბლინდის ადგილი მართლა არ რჩება. ყველაფრის მიუხედავად ცუდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და მაინც მინდა რო დატოვონ.

აი მატას რაც შეეხება არ მგონია დატოვოს, თუმცა შანსი მაინც უნდა მიეცეს.
0
№8
ავტორი: dybbuk
31 მაი 2016 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ეგრე ნახევარი გუნდი გასაყიდია, უბრალოდ ბლინდის გაყიდვა არ უნდა იჩქარონ მარცხენა მცველის პონტში, იმიტო რო შოუ ესეთი ტრავმის მერე რას იზავს არავინ იცის მიუხედავად ჩვენი ყველას დიდი სურვილისა რო მოიხოდოს, როხო იმინა ჩამოსახრჩობია, ბორტვიკი მაინც სკამის ბიჭია ჯერ, ნუ მატაზე რა შეიძლება ითქვას, ყოველ შემთხვევაში არ გაჭირდება მისი შემცვლელის პოვნა თუ გაუშვეს
0
№9
ავტორი: K1llsw1tch
31 მაი 2016 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
Blindma gaajvas, magram mata sawyenia
0
№10
ავტორი: vanovano
31 მაი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
არცერთი არაა გასაყიდი ჩემი აზრით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top