რაჰიმ სტერლინგს იმედი აქვს, რომ მარკუს რეშფორდისა და მისი ერთად თამაში ინგლისის ნაკრების რიგებში მრავალჯერადი იქნება.
"მანჩესტერ სიტის" ვინგერმა ავსტრალიის ნაკრებთან დაპირისპირებაში ცენტრალური ფორვარდის როლი შეითავსა და მას პარტნიორობას "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რეშფორდი უწევდა, სწორედ სტერლინგის ჩაწოდებისა და რიკოშეტის შემდეგ გაიტანა მარკუსმა თავისი პირველი გოლი "სამ ლომთა" მაისურით.
სტერლინგს იმედი აქვს, რომ წყვილი კარგ შედეგებს აჩვენებს და სამომავლოდ ერთად ხშირად ითამაშებენ. "შესრულების უნარი ნამდვილად აქვს და კარგი დებიუტი ჰქონდა. იმედი მაქვს, ეს დიდხანს გაგრძელდება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად დიდხანს თამაშსა და მუშაობას.
გასახდელ ოთახში მატჩის წინ ვუთხარი, რომ როგორც კი ბურთს მივიღებდი, უკან გახედვას ვეცდებოდი. როცა ის მიიღებდა, მასაც იგივე უნდა გაეკეთებინა. პირველი მატჩი იყო და საუკეთესო კავშირი ნამდვილად არ შედგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და გაუმჯობესების დრო გვაქვს," - განაცხადა "ქალაქელთა" ფეხბურთელმა.