თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2016, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2430,
კომენტარები: 11
სტერლინგი: "დებიუტი მხოლოდ დასაწყისია"
"სიტის" ფეხბურთელი მარკუს რეშფორდის შესახებ.
სტერლინგი:
რაჰიმ სტერლინგს იმედი აქვს, რომ მარკუს რეშფორდისა და მისი ერთად თამაში ინგლისის ნაკრების რიგებში მრავალჯერადი იქნება.

"მანჩესტერ სიტის" ვინგერმა ავსტრალიის ნაკრებთან დაპირისპირებაში ცენტრალური ფორვარდის როლი შეითავსა და მას პარტნიორობას "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რეშფორდი უწევდა, სწორედ სტერლინგის ჩაწოდებისა და რიკოშეტის შემდეგ გაიტანა მარკუსმა თავისი პირველი გოლი "სამ ლომთა" მაისურით.

სტერლინგს იმედი აქვს, რომ წყვილი კარგ შედეგებს აჩვენებს და სამომავლოდ ერთად ხშირად ითამაშებენ.

"შესრულების უნარი ნამდვილად აქვს და კარგი დებიუტი ჰქონდა. იმედი მაქვს, ეს დიდხანს გაგრძელდება. მოუთმენლად ველი მასთან ერთად დიდხანს თამაშსა და მუშაობას.

გასახდელ ოთახში მატჩის წინ ვუთხარი, რომ როგორც კი ბურთს მივიღებდი, უკან გახედვას ვეცდებოდი. როცა ის მიიღებდა, მასაც იგივე უნდა გაეკეთებინა. პირველი მატჩი იყო და საუკეთესო კავშირი ნამდვილად არ შედგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და გაუმჯობესების დრო გვაქვს,"
- განაცხადა "ქალაქელთა" ფეხბურთელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: sandroo
30 მაი 2016 22:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ლივერპულში რო იყო ვფიქრობდი იქიდან აქ არ გადმოვა ეგრევე და რამე სხვა გუნდში რო გადავიდეს მერე ვიყიდოთქო და სიტიში გადავიდა lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top