თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2016, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3293,
კომენტარები: 20
რას ფიქრობს შოუ თანაგუნდელებზე
ლუკ შოუ თითოეულ თანაგუნდელზე თავის აზრს გამოთქვამს.
რას ფიქრობს შოუ თანაგუნდელებზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ თავის თანაგუნდელებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

დავიდ დე ხეა: "გასახდელ ოთახში ის უდიდესი ადამიანია და ასევე ყველაზე სასიამოვნოც. ყოველთვის გეკითხება როგორ ხარ და გეხუტება".

მატეო დარმიანი: "ის 100 პროცენტით ფიქრობს ყოველ იმ წვრილმანზე, რასაც აკეთებს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მე მგონი, იმაზეც კი, ლანჩს როგორ ჭამს!"

ფილ ჯონსი: "ის ყველაზე ცუდად ცეკვავს მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. როცა სპორტდარბაზში ცეკვას ცდილობს, უბრალოდ გული აგერევა. ცოტა სასაცილოა".

მარკოს როხო: "მარკოსში რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის მისი დამოკიდებულება "იუნაიტედისადმი". ყოველი მატჩის შემდეგ შეიძლება დაინახო, რას ნიშნავს მისთვის შედეგი".

კრის სმოლინგი: "მისი ხმის გამო დავცინით, რადგან გეგონება, ის არ ლაპარაკობსო, მაგრამ ისე კარგი ბიჭია".

დეილი ბლინდი: "დეილის ყოველ დილით ვეუბნები, რომ საშინლად იცვამს: დიდი ტყავის ჟაკეტი, ჯინსი და ასე შემდეგ".

კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი: "მისი სირბილის მანერას ვერ შევეგუე. ადამიან-დინოზაურს ჰგავს! იქნებ წინასასეზონო ტურნეზე ცოტა ტექნიკაზე ევარჯიშა".

ანტონიო ვალენსია: "ეს ბიჭი მანქანაა. დიდი, ძლევამოსილი, ათლეტური".

ტიმოთი ფოსუ-მენსა: "მას ყველას დამტვრევა, ყველგან სირბილი სურს - კერძოდ, ერთ დღეს ყველა გაგვაღვიძა ღამის 2 საათზე და მხოლოდ იმის გამო, რომ ერბინა!"

მაიკლ კერიკი: "კარასი გუნდში მამის როლს ასრულებს. რჩევებს იძლევა და ხალხზე ზრუნავს, რადგან მზურნველი კაცია".

მორგან შნეიდერლინი: "სპორტდარბაზიდან ვერასდროს გამოიყვან. იქ ყოფნა უყვარს."

მარუან ფელაინი: "ფელის სიახლოვეს მოედანზე არ უნდა გაიარო, რადგან ისევე ვარჯიშობს, როგორც თამაშობს".

ეშლი იანგი: "გუნდის ჯოკერი და ალბათ, ყველაზე სასაცილო კაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. კარგი მეგობრები ვართ მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე პოზიცია წამართვა!"

ანდერ ერერა: "ვფიქრობ, ანდერი ესპანელებს შორის ჯოკერია. ესპანურ მუსიკაზე თავისი შარვლით ცეკვავს და ყველას აცინებს. ყველამ ნახეთ, როგორ იცეკვა, როცა ტიტული მოვიგეთ".

მემფისი: "მისი გადმოსვლის დღიდან ერთმანეთს კარგად შევეგუეთ და ერთად თამაში მას მერე გვენატრება, რაც ტრავმა მივიღე."

ხუან მატა: "ალბათ, ყველაზე სასიამოვნო ფეხბურთელი, ვისაც შევხვედრივარ. ისიც სასაციოლა".

ჯესი ლინგარდი: "მისი მუსიკა უყვარს და ყოველთვის ცეკვავს გასახდელ ოთახში. ხანდახან გართობა გვჭირდება, მას კი ამის მოცემა შეუძლია."

უეინ რუნი: "როგორც კაპიტანი, ის დიდებული. როცა საქმე ცუდად მიდის, მისი საუბრის მოსმენას არ გირჩევთ, დამიჯერე!"

ადნან იანუზაი: "ის ისეთი კარგი ფეხბურთელია. მჯერა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება თუ თავის პოტენციალს გამოვლენს."

ენტონი მარსიალი: "რასაც მარსიალი ბურთით აკეთებს, საშიშია და ეს ყველამ იცის. ის აკეთებს ყველაფერს, რის ხილვაც გულშემატკივრებს სურთ".

მარკუს რეშფორდი: "ის დაიჯერებელი იყო, ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
28 მაი 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shous tu davujerebt gundshi megobruli ganeyobaa :) rac maxaebs
0
№2
ავტორი: Lady in red
28 მაი 2016 19:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ყველას კარგად ახასიათებს, განსაკუთრებით როხოს :-D იმედი მაქვს თვითონ ჩადგება ფორმაში. ძალიან დაგვაკლდა ამ სეზონზე და პრაქტიკულად ამის ტრავმის შემდეგ წავიდა ცუდად საქმე.
0
№3
ავტორი: VARDOSANIDZE
28 მაი 2016 19:17
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: dachi_mu
Shous tu davujerebt gundshi megobruli ganeyobaa :) rac maxaebs

ხო რამაც გუნდის თამაშზე დადებითად უნდა იმოქმედოს wink
0
№4
ავტორი: Jorj
28 მაი 2016 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი: "მისი სირბილის მანერას ვერ შევეგუე. ადამიან-დინოზაურს ჰგავს! იქნებ წინასასეზონო ტურნეზე ცოტა ტექნიკაზე ევარჯიშა".


biggrin2 biggrin2 biggrin2 biggrin2 biggrin2
0
№5
ავტორი: hemi
28 მაი 2016 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ყველა მაგრა დაახასიათა, ბორტვიკაზე და მატეოზე ვიღადავე ბლინდზე რო თქვა ცუდად იცვამსო, wink ჯონსი გააბანძა მაგრა, სმოლინგი კიდე და ფელა იმენა ხეა
0
№6
ავტორი: Iunaitedi
28 მაი 2016 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რაგაცას გვატყუებს ეს wink
0
№7
ავტორი: PLANeta
28 მაი 2016 20:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
სმოლინგს მართლა რაღაცნაირი ხმა აქვს biggrin2 ფოსუ-მენსა რა მაგარია love
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
28 მაი 2016 20:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
"მარკოსში რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის მისი დამოკიდებულება "იუნაიტედისადმი". ყოველი მატჩის შემდეგ შეიძლება დაინახო, რას ნიშნავს მისთვის შედეგი".


მატჩის შემდეგ, სიგარეტს რო გააბოლებს, აი მაშინ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
28 მაი 2016 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ბორტვიკ-ჯექსონზე და ფელაინიზე ზუსტად თქვა :D
0
№10
ავტორი: ikeoni
28 მაი 2016 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
მაგარ კაცაა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top