თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2016, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3294,
კომენტარები: 20
რას ფიქრობს შოუ თანაგუნდელებზე
ლუკ შოუ თითოეულ თანაგუნდელზე თავის აზრს გამოთქვამს.
რას ფიქრობს შოუ თანაგუნდელებზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ თავის თანაგუნდელებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

დავიდ დე ხეა: "გასახდელ ოთახში ის უდიდესი ადამიანია და ასევე ყველაზე სასიამოვნოც. ყოველთვის გეკითხება როგორ ხარ და გეხუტება".

მატეო დარმიანი: "ის 100 პროცენტით ფიქრობს ყოველ იმ წვრილმანზე, რასაც აკეთებს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. მე მგონი, იმაზეც კი, ლანჩს როგორ ჭამს!"

ფილ ჯონსი: "ის ყველაზე ცუდად ცეკვავს მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. როცა სპორტდარბაზში ცეკვას ცდილობს, უბრალოდ გული აგერევა. ცოტა სასაცილოა".

მარკოს როხო: "მარკოსში რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის მისი დამოკიდებულება "იუნაიტედისადმი". ყოველი მატჩის შემდეგ შეიძლება დაინახო, რას ნიშნავს მისთვის შედეგი".

კრის სმოლინგი: "მისი ხმის გამო დავცინით, რადგან გეგონება, ის არ ლაპარაკობსო, მაგრამ ისე კარგი ბიჭია".

დეილი ბლინდი: "დეილის ყოველ დილით ვეუბნები, რომ საშინლად იცვამს: დიდი ტყავის ჟაკეტი, ჯინსი და ასე შემდეგ".

კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი: "მისი სირბილის მანერას ვერ შევეგუე. ადამიან-დინოზაურს ჰგავს! იქნებ წინასასეზონო ტურნეზე ცოტა ტექნიკაზე ევარჯიშა".

ანტონიო ვალენსია: "ეს ბიჭი მანქანაა. დიდი, ძლევამოსილი, ათლეტური".

ტიმოთი ფოსუ-მენსა: "მას ყველას დამტვრევა, ყველგან სირბილი სურს - კერძოდ, ერთ დღეს ყველა გაგვაღვიძა ღამის 2 საათზე და მხოლოდ იმის გამო, რომ ერბინა!"

მაიკლ კერიკი: "კარასი გუნდში მამის როლს ასრულებს. რჩევებს იძლევა და ხალხზე ზრუნავს, რადგან მზურნველი კაცია".

მორგან შნეიდერლინი: "სპორტდარბაზიდან ვერასდროს გამოიყვან. იქ ყოფნა უყვარს."

მარუან ფელაინი: "ფელის სიახლოვეს მოედანზე არ უნდა გაიარო, რადგან ისევე ვარჯიშობს, როგორც თამაშობს".

ეშლი იანგი: "გუნდის ჯოკერი და ალბათ, ყველაზე სასაცილო კაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. კარგი მეგობრები ვართ მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე პოზიცია წამართვა!"

ანდერ ერერა: "ვფიქრობ, ანდერი ესპანელებს შორის ჯოკერია. ესპანურ მუსიკაზე თავისი შარვლით ცეკვავს და ყველას აცინებს. ყველამ ნახეთ, როგორ იცეკვა, როცა ტიტული მოვიგეთ".

მემფისი: "მისი გადმოსვლის დღიდან ერთმანეთს კარგად შევეგუეთ და ერთად თამაში მას მერე გვენატრება, რაც ტრავმა მივიღე."

ხუან მატა: "ალბათ, ყველაზე სასიამოვნო ფეხბურთელი, ვისაც შევხვედრივარ. ისიც სასაციოლა".

ჯესი ლინგარდი: "მისი მუსიკა უყვარს და ყოველთვის ცეკვავს გასახდელ ოთახში. ხანდახან გართობა გვჭირდება, მას კი ამის მოცემა შეუძლია."

უეინ რუნი: "როგორც კაპიტანი, ის დიდებული. როცა საქმე ცუდად მიდის, მისი საუბრის მოსმენას არ გირჩევთ, დამიჯერე!"

ადნან იანუზაი: "ის ისეთი კარგი ფეხბურთელია. მჯერა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება თუ თავის პოტენციალს გამოვლენს."

ენტონი მარსიალი: "რასაც მარსიალი ბურთით აკეთებს, საშიშია და ეს ყველამ იცის. ის აკეთებს ყველაფერს, რის ხილვაც გულშემატკივრებს სურთ".

მარკუს რეშფორდი: "ის დაიჯერებელი იყო, ყოველთვის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
28 მაი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მემფისი: "მისი გადმოსვლის დღიდან ერთმანეთს კარგად შევეგუეთ და ერთად თამაში მას მერე გვენატრება, რაც ტრავმა მივიღე." ჩვენც გვენატრება თქვენი ერთად თამაში
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
29 მაი 2016 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მინდა შოუმ აიკრიფოს ახალ სეძონში და მტლიანმამანჩემ
0
№13
ავტორი: Malboro463
29 მაი 2016 02:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
Aramgonia zoritadshi adgili daimkvidtos. Tabidanve ar mjeroda amis
0
№14
ავტორი: stepno
29 მაი 2016 03:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Malboro463
Aramgonia zoritadshi adgili daimkvidtos. Tabidanve ar mjeroda amis

შოუზე ამბობ მეგობაროო??? მაგრად ცდები თუ შოუზე ამბობ ჩემი აზრით ძალიან მაგრად ცდები... რა დამკვიდრება უნდაა მთავარია ამან ისე ითამაშოს როგორც თამაშობდა ბოლოს სანამ ტრამვას მიიღებდა და ადგილის დამკვიდრება კიარა გუნდის ერთ ერთი ლიდერი იქნება ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან fellow smile
0
№15
ავტორი: scholes
29 მაი 2016 04:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ბოლოს წინა კომენტარამდე რა კარგად მიდიოდა ყველაფერი :დ რას არ გაიგებს კაცი :დ;D ა ხო რეალის დედის @@@@@@@@@@@@@@@@@@
0
№16
ავტორი: Mufc7
29 მაი 2016 09:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყოველთვის გეკითხება როგორ ხარ და გეხუტება

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 მაი 2016 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯონსი ალბათ ცეკვის დროსაც იტრავმება ხოლმე areyoukiddingme
0
№18
ავტორი: hemi
29 მაი 2016 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: ვახო ( G G M U)
ჯონსი ალბათ ცეკვის დროსაც იტრავმება ხოლმე areyoukiddingme

საღოლ კაი იყო:დ
0
№19
ავტორი: Esi
29 მაი 2016 17:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ჯესი ლინგარდი: "მისი მუსიკა უყვარს და ყოველთვის ცეკვავს გასახდელ ოთახში. ხანდახან გართობა გვჭირდება, მას კი ამის მოცემა შეუძლია."



ahahaha
ahahaha
ahahaha
ahahaha
ahahaha
ahahaha
ahahaha
0
№20
ავტორი: Memphis_Depay
30 მაი 2016 09:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მემფისზე რაც წერია კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ შოუსთან ერთად ბევრად უფრო პროდუქტიული იყო feel აბა როცა ბორტვიკ-ჯექსონი გყავს უკან,რომელმაც არც გარბენი იცის კარგი და მარტო დასტოინად პასებს აკეთებს ბევრს რას უნდა ელოდე ... როხოზე აღარ მაქვს საერთოდ ლაპარაკი ეგ ბუნების შეცდომაა რომ დაიბადა საერთოდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top