"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზია პირველია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ ჩამოართვა.
ჟოზე, გილოცავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელობას. თავს როგორ გრძნობთ?
დიდებულად. ვფიქრობ, ჩემი კარიერის შესაფერის დროს მოხდა, რადგანაც "იუნაიტედი" არის ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომლისთვისაც მზად უნდა იყო, რადგანაც ეს გიგანტური კლუბია, გიგანტურ კლუბში კი საუკეთესო მწვრთნელი უნდა იყოს და ვფიქრობ, მე მზად ვარ ამისათვის. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი, ჩემთვის პატივია და მე ვარ ყველაფერი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მე მუშაობა მიყვარს და მოუთმენლად ველოდები 7 ივლისს, რათა მოედანზე გავიდე.
თქვენ მოიგეთ ტიტული ყველგან. რა ამბიცია გაქვთ "მანჩესტერ იუნაიტედში"?
ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენი კლუბის პერსპექტივებს გადავხედოთ, რისი ფუძეც გასული სამი წელია, მეორე ფუძე კი კლუბის ისტორია. ვფიქრობ, მე მზად ვარ, რომ დავივიწყო გასული სამი წელი, მე მზად ვარ გიგანტური კლუბისთვის, რომელიც ახლა ჩემს ხელთაა. გულშემატკივარი კი ჩემგან იმის თქმას ელის, რომ მე უნდა გავიმარჯვო, ფეხბურთელებს იმის მოსმენა უნდათ, რომ მე უნდა გავიმარჯვო, უფრო მეტიც, გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ, რომ მე ამას ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კიდეც. ასე რომ, მე უბრალოდ არ ვლაპარაკობ და დიახ, მე მზად ვარ ამ გიგანტური კლუბის ისტორიისთვის და მას მივცემ ყველაფერს, რაც მაქვს და არა მაქვს, რათა წავიდეთ მიმართულებით, რომელიც ყველასთვის სასურველია. თქვენ ხშირად შესანიშნავი ურთიერთობა გქონდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებთან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამწარებდით მათ მილანის "ინტერით", "ჩელსით", "რეალით", "პორტუთი". რას ეტყვით მათ?
იცით, მე ვფიქრობ, ვიცი, რის მოცემა შეუძლიათ მათ ჩემთვის. ასევე ვფიქრობ, რომ მათაც იციან, რის მიცემა შემიძლია მათთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არიან ფეხბურთელები, რომელთაც სარგებლის მიღემა სურთ და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ხშირად მითამაშია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და მითამაშია "ოლდ ტრაფორდზეც" ამ კლუბებით და თანავურძნობდი, თუმცა ზეწოლას განვიცდიდი იმის გამო, რომ ხანდახან ვამბობდი ისეთ რამეს, რაც ჩემს კლუბებს სულაც არ აბედნიერებდა. მაგალითად, მახსოვს, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალით" გავიმარჯვე ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდმა წააგო და მადრიდში ამით ბევრი ადამიანი ნამდვილად არ გაბედნიერებულა.