თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 16:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3539,
კომენტარები: 22
მოურინიოს პირველი ინტერვიუ MUTV-სთან
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ტელევიზიას "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში პირველ ინტერვიუს აძლევს.
მოურინიოს პირველი ინტერვიუ MUTV-სთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზია პირველია, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ ჩამოართვა.

ჟოზე, გილოცავთ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელობას. თავს როგორ გრძნობთ?

დიდებულად. ვფიქრობ, ჩემი კარიერის შესაფერის დროს მოხდა, რადგანაც "იუნაიტედი" არის ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომლისთვისაც მზად უნდა იყო, რადგანაც ეს გიგანტური კლუბია, გიგანტურ კლუბში კი საუკეთესო მწვრთნელი უნდა იყოს და ვფიქრობ, მე მზად ვარ ამისათვის. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი, ჩემთვის პატივია და მე ვარ ყველაფერი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მე მუშაობა მიყვარს და მოუთმენლად ველოდები 7 ივლისს, რათა მოედანზე გავიდე.

თქვენ მოიგეთ ტიტული ყველგან. რა ამბიცია გაქვთ "მანჩესტერ იუნაიტედში"?

ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენი კლუბის პერსპექტივებს გადავხედოთ, რისი ფუძეც გასული სამი წელია, მეორე ფუძე კი კლუბის ისტორია. ვფიქრობ, მე მზად ვარ, რომ დავივიწყო გასული სამი წელი, მე მზად ვარ გიგანტური კლუბისთვის, რომელიც ახლა ჩემს ხელთაა. გულშემატკივარი კი ჩემგან იმის თქმას ელის, რომ მე უნდა გავიმარჯვო, ფეხბურთელებს იმის მოსმენა უნდათ, რომ მე უნდა გავიმარჯვო, უფრო მეტიც, გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ, რომ მე ამას ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია კიდეც. ასე რომ, მე უბრალოდ არ ვლაპარაკობ და დიახ, მე მზად ვარ ამ გიგანტური კლუბის ისტორიისთვის და მას მივცემ ყველაფერს, რაც მაქვს და არა მაქვს, რათა წავიდეთ მიმართულებით, რომელიც ყველასთვის სასურველია.

თქვენ ხშირად შესანიშნავი ურთიერთობა გქონდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებთან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამწარებდით მათ მილანის "ინტერით", "ჩელსით", "რეალით", "პორტუთი". რას ეტყვით მათ?


იცით, მე ვფიქრობ, ვიცი, რის მოცემა შეუძლიათ მათ ჩემთვის. ასევე ვფიქრობ, რომ მათაც იციან, რის მიცემა შემიძლია მათთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არიან ფეხბურთელები, რომელთაც სარგებლის მიღემა სურთ და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ხშირად მითამაშია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ და მითამაშია "ოლდ ტრაფორდზეც" ამ კლუბებით და თანავურძნობდი, თუმცა ზეწოლას განვიცდიდი იმის გამო, რომ ხანდახან ვამბობდი ისეთ რამეს, რაც ჩემს კლუბებს სულაც არ აბედნიერებდა. მაგალითად, მახსოვს, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალით" გავიმარჯვე ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდმა წააგო და მადრიდში ამით ბევრი ადამიანი ნამდვილად არ გაბედნიერებულა.

ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
27 მაი 2016 17:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დროა გადავეჩვიოთ ფილოსოფიას:D
0
№12
ავტორი: hemi
27 მაი 2016 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აბა შენ იცი მოუ დიდებული ტიტულები გვინდა
0
№13
ავტორი: abrama
27 მაი 2016 17:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Yvela shens gverdit vart mou.
0
№14
ავტორი: The Special One
27 მაი 2016 17:46
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
''ეს გიგანტური კლუბია, გიგანტურ კლუბში კი საუკეთესო მწვრთნელი უნდა იყოს'' love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№15
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2016 17:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიდი მოუ დადე შედეგი ხარისხთან ერთად wink
0
№16
ავტორი: VaRdo
27 მაი 2016 18:00
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მომეწონა საკაიფოდ იბაზრა. უკვე ეტყობა რომ ბევრი უნდა გაამწაროს. პირველი ეს "ჩელსი" იქნება რადგან მეორედ გაუშვეს.

მოკლედ იმაზე მეტად ველი ახალ სეზონს ვიდრე ოდესმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: rooney-scholes
27 მაი 2016 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: dybbuk
ეგ მეც დღემდე მახსოვს რეალთან ჩაქირის "გმირობის" მერე რო თქვა საუკეთესო გუნდმა წააგოო, დღემდე ვერ დამივიწყებია ის ბრაზი და წყენა რაც თურქმა ნაბიჭ ვარმა გააკეთა ნანის გაგდებით

100%

ციტატა: VaRdo
მომეწონა საკაიფოდ იბაზრა. უკვე ეტყობა რომ ბევრი უნდა გაამწაროს. პირველი ეს "ჩელსი" იქნება რადგან მეორედ გაუშვეს.

მოკლედ იმაზე მეტად ველი ახალ სეზონს ვიდრე ოდესმე

გვარდიოლას გამწარება მინდა მაგრად. რაღაცნაირად არ მევასება
0
№18
ავტორი: M.Ts
27 მაი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ციტატა: dybbuk
ეგ მეც დღემდე მახსოვს რეალთან ჩაქირის "გმირობის" მერე რო თქვა საუკეთესო გუნდმა წააგოო, დღემდე ვერ დამივიწყებია ის ბრაზი და წყენა რაც თურქმა ნაბიჭ ვარმა გააკეთა ნანის გაგდებით


საშინელება და კიდე ბავარიასთან მოგებული თამაში რო წავაგეთ ფაბიო სულ ტყუილად გააგდეს angry
0
№19
ავტორი: BaChOo
27 მაი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ციტატა: AkkRed
რაღაცნაირად ფილოსოფია დამაკლდა :დ

wink აუუუ :დდდ საღოლლ :დდ
0
№20
ავტორი: snatch77
28 მაი 2016 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ხანდახან ვამბობდი ისეთ რამეს, რაც ჩემს კლუბებს სულაც არ აბედნიერებდა. მაგალითად, მახსოვს, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მადრიდის "რეალით" გავიმარჯვე ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდმა წააგო და მადრიდში ამით ბევრი ადამიანი ნამდვილად არ გაბედნიერებულა.

derphappycry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top