თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2775,
კომენტარები: 19
54 მილიონი საულისთვის
"იუნაიტედს" "ატლეტიკოს" ფეხბურთელის შეძენა ისევ სურს.
54 მილიონი საულისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოსთან ერთად ახალი ეპოქის დასაწყისში მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს, საულ ნიგეს შეიძენს და მასში 54 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

საული ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ესპანეთში და მიუნხენის "ბაიერნის" კარში გატანილმა გოლმა ეს დაამტკიცა.

21 წლის ესპანელი ისეთივე მოთხოვნად ფეხბურთელად ითვლება, როგორც რენატუ სანჩესი ითვლებოდა, რომელიც "ბაიერნმა" შეიძინა, მაგრამ პორტუგალიელისგან განსხვავებით ესპანელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, რადგანაც "ატლეტიკოს" რიგებში ყველა ტურნირზე წამყვან როლს თამაშობდა.

მისი უნივერსალურობა - საული თამაშობს ცენტრალურ ნახევარმცველად და ვინგერად - მოურინიოს ძალიან მოეწონებოდა. 2013/14 წლების სეზონში იჯარის წესით "რაიო ვალეკანოში" ყოფნისას კი მან ცენტრალურ მცველად ითამაშა.

სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე მას 47 მატჩი აქვს ჩატარებული ესპანეთის ნაკრების რიგებში, გასულ წელს კი დელ ბოსკემ კოსტა რიკასთან ამხანაგური, ხოლო ბელარუსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ნიგესი მოედანზე არ გასულა. თუმცა, საული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადშია.

"ატლეტიკო" არ აპირებს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას და ახლახანს მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი 80 ათას ფუნტს მიიღებს კვირაში, კონტრაქტი კი 2021 წლამდეა გათვლილი.

ახალმა კონტრაქტმა გამოსასყიდი თანხა 34 მლნ. ფუნტიდან 54 მლნ. ფუნტამდე გაზარდა. "იუნაიტედი" ასეთ თანხასაც არ შეუშინდება.

საულის სტატისტიკა ესპანეთის ჩემპიონატში:

54 მილიონი საულისთვის


წყარო: dailymail
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მაი 2016 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არაა, მაგრამ რამდენად მოერგება პრემიერ ლიგას საკითხავია.
0
№2
ავტორი: Iunaitedi
27 მაი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
საკიფო ფეხბურთელია.
0
№3
27 მაი 2016 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Espanelebit gundi arminda espaneli marto primerashi tu gaamartlebs matam dagvupa ereramac fergi susti fegburtelebit gunds ar akomplektebda.. Magram amas tu moiyvanen da dele alis eg gamiswordeba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Kajtjtjtjხელმოწერა
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2016 12:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია, ატლეტიკო ამას არ გაუშვებს და თვითონაც არ ექნება აქ გადმოსვლის სურვილი
0
№5
ავტორი: waynee
27 მაი 2016 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ძალიან ბევრია საულისთვის 54 მილიონი
0
№6
ავტორი: hemi
27 მაი 2016 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
არვიცი რამდენად შეელევიან, მეორე რამდენად გაამართლებს და მესამე ამდენი თუ ღირს და ვაფშე ინგლისელებზე დაჩალიჩდეს რა
0
№7
ავტორი: ikeoni
27 მაი 2016 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ar iqneboda cudii
0
№8
ავტორი: PLANeta
27 მაი 2016 13:51
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ძალიან კარგი ფეხბურთEლია Mაგრამ ამდენს თუ იხდიან ახლოსაა მასთან გრიზმანი და ის გადმოიყვანონ winked
0
№9
ავტორი: AkkRed
27 მაი 2016 14:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ თანხით უკეთესის ყიდვაც შეიძლება
0
№10
27 მაი 2016 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: AkkRed
ამ თანხით უკეთესის ყიდვაც შეიძლება

amas kerikis da shnaiderlinis shecvla sheudzlia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Kajtjtjtjხელმოწერა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top