"იუნაიტედს" "ატლეტიკოს" ფეხბურთელის შეძენა ისევ სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოსთან ერთად ახალი ეპოქის დასაწყისში მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს, საულ ნიგეს შეიძენს და მასში 54 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
საული ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ესპანეთში და მიუნხენის "ბაიერნის" კარში გატანილმა გოლმა ეს დაამტკიცა.
21 წლის ესპანელი ისეთივე მოთხოვნად ფეხბურთელად ითვლება, როგორც რენატუ სანჩესი ითვლებოდა, რომელიც "ბაიერნმა" შეიძინა, მაგრამ პორტუგალიელისგან განსხვავებით ესპანელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, რადგანაც "ატლეტიკოს" რიგებში ყველა ტურნირზე წამყვან როლს თამაშობდა.
მისი უნივერსალურობა - საული თამაშობს ცენტრალურ ნახევარმცველად და ვინგერად - მოურინიოს ძალიან მოეწონებოდა. 2013/14 წლების სეზონში იჯარის წესით "რაიო ვალეკანოში" ყოფნისას კი მან ცენტრალურ მცველად ითამაშა.
სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე მას 47 მატჩი აქვს ჩატარებული ესპანეთის ნაკრების რიგებში, გასულ წელს კი დელ ბოსკემ კოსტა რიკასთან ამხანაგური, ხოლო ბელარუსთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ნიგესი მოედანზე არ გასულა. თუმცა, საული 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადშია.
"ატლეტიკო" არ აპირებს ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვას და ახლახანს მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი 80 ათას ფუნტს მიიღებს კვირაში, კონტრაქტი კი 2021 წლამდეა გათვლილი.
ახალმა კონტრაქტმა გამოსასყიდი თანხა 34 მლნ. ფუნტიდან 54 მლნ. ფუნტამდე გაზარდა. "იუნაიტედი" ასეთ თანხასაც არ შეუშინდება.
საულის სტატისტიკა ესპანეთის ჩემპიონატში:წყარო:
dailymail