თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2016, 15:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 17
მარსიალმა მორიგი ჯილდო მოიგო
ენტონი მარსიალი კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა.
მარსიალმა მორიგი ჯილდო მოიგო
ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდის განმავლობაში არაერთი დიდებული გოლი გაიტანა, "სტოკ სიტის" კარში გატანილი მისი გოლი პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს "თვითერის" მომხმარებლებმა.

ფრანგის მიერ "მეთუნუქეების" კარში გატანილი ბურთი მიმდინარე კვირაში Twitter Goal Cup-ის ტურნირში შვიდ სხვა კანდიდატთან ერთად იღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას. პრემიერ ლიგის ოფიციალურ გვერდზე პლეი-ოფის სტილში ჩატარდა ტურნირი და ხმის მიცემით უნდა გადაწყვეტილიყო, რომელი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი გამოეთიშებოდა გათამაშებას.

მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემის" ფეხბურთელს დელე ალისა ("კრისტალ პალასთან") და "ჩელსის" ფეხბურთელს ედენ აზარს ("ტოტენჰემთან") აჯობა, მარსიალი ფინალურ ეტაპზე კრისტიან ბენტეკეს მიერ "ოლდ ტრაფორდზე" გატანილ გოლს დაუპირისპირდა და ხმების 57.6% მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარსიალის მიერ გატანილი გოლი თვალს გჭრის. მის სადებიუტო შეხვედრაში მან "ლივერპულს" შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ გაუტანა გოლი, რაც "იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

უკვე ზედიზედ ორი წელია, რაც Twitter Goal Cup-ს "იუნაიტედის" ფეხბურთელი იგებს. შარშან ასეთი ანხელ დი მარია აღმოჩნდა.



წყარო: manutd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
26 მაი 2016 15:23
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მართლა დიდებული გოლია! არამარტო ბოლო მომენტი, თავიდან ბოლომდე იდეალურად გაითამაშეს!
მარსიალი კი პელეა!
0
№2
ავტორი: gela-manchesteri
26 მაი 2016 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№3
ავტორი: abrama
26 მაი 2016 15:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Chveni anri, magari xar marsial.
0
№4
26 მაი 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
Ise mou tu movida es gundi vis gindat degea. Shaw stouns varan varela | dele ali jek vilshire james rodriguez | depay marcial wilian | jontsnon|lavi fosu mensa burtuik jekson |blind |anderson rooney
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Kajtjtjtjხელმოწერა
№5
ავტორი: ikeoni
26 მაი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Zalian magari goliii
0
№6
ავტორი: Best 7
26 მაი 2016 16:12
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
love manunited
0
№7
ავტორი: RojoDiablo
26 მაი 2016 16:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე დელე ალის გოლი მირჩევნია hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: stepno
26 მაი 2016 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საღოოლლ ძმაოოო love ლამაზიი იყოოო love
0
№9
ავტორი: VARDOSANIDZE
26 მაი 2016 17:25
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
რუნის პასიც მაგარი იყო...

--------------------We'll never die--------------------
0
№10
ავტორი: scholes
26 მაი 2016 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
იასნია ყვერლაზე მეტი ბალელშიკები ჩვენ გვყავს და მარსიალი მოიგებდა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top