თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2016, 15:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2456,
კომენტარები: 17
მარსიალმა მორიგი ჯილდო მოიგო
ენტონი მარსიალი კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა.
მარსიალმა მორიგი ჯილდო მოიგო
ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდის განმავლობაში არაერთი დიდებული გოლი გაიტანა, "სტოკ სიტის" კარში გატანილი მისი გოლი პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს "თვითერის" მომხმარებლებმა.

ფრანგის მიერ "მეთუნუქეების" კარში გატანილი ბურთი მიმდინარე კვირაში Twitter Goal Cup-ის ტურნირში შვიდ სხვა კანდიდატთან ერთად იღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას. პრემიერ ლიგის ოფიციალურ გვერდზე პლეი-ოფის სტილში ჩატარდა ტურნირი და ხმის მიცემით უნდა გადაწყვეტილიყო, რომელი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი გამოეთიშებოდა გათამაშებას.

მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემის" ფეხბურთელს დელე ალისა ("კრისტალ პალასთან") და "ჩელსის" ფეხბურთელს ედენ აზარს ("ტოტენჰემთან") აჯობა, მარსიალი ფინალურ ეტაპზე კრისტიან ბენტეკეს მიერ "ოლდ ტრაფორდზე" გატანილ გოლს დაუპირისპირდა და ხმების 57.6% მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მარსიალის მიერ გატანილი გოლი თვალს გჭრის. მის სადებიუტო შეხვედრაში მან "ლივერპულს" შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ გაუტანა გოლი, რაც "იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს.

უკვე ზედიზედ ორი წელია, რაც Twitter Goal Cup-ს "იუნაიტედის" ფეხბურთელი იგებს. შარშან ასეთი ანხელ დი მარია აღმოჩნდა.



წყარო: manutd.com
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: vanovano
26 მაი 2016 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
იმედია ეს მარსიალისთვის დასაწყისი იქნება და მომავალშიც შემოგვთავაზებს ულამაზეს გოლებს
მიდი მარსიალ!
0
№12
ავტორი: Rosso Diavolo
26 მაი 2016 18:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამის გოლს ბენტეკეს გოლი მერჩივნა პირადა, მაგრამ რა ჯობია მარსიალმა თუ მოიგო მაგას
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
26 მაი 2016 18:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს მაგარი გოლი იყო
0
№14
ავტორი: Lee Sharpe
26 მაი 2016 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
დელე ალის გოლი საუკეთესოა ან მეთიუ რიჩი
0
№15
ავტორი: PLANeta
26 მაი 2016 20:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ძალიან ლამაზი გოლი იყო მაგრამ ალის გოლი მირჩევნია
0
№16
ავტორი: Iunaitedi
26 მაი 2016 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
კაია.
0
№17
ავტორი: hemi
26 მაი 2016 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
კაია ეს ბიჭი ჯილდოს ჯილდოზე იგებს იმედია მალრ ტიტულებზეც გადავა :დ აბა მარტიალმა იცის მაგრა უნდა განვითარდეს რა ტოპ კლასი უნდა დადგეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top