თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2016, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2272,
კომენტარები: 20
ხმა მიეცით: თვის საუკეთესო ფეხბურთელი
მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით: თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ენტონი მარსიალი, უეინ რუნი და ანტონიო ვალენსია მაისში "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები არიან.

ხმის მისაცემი ლინკები: manutd.com/potm და twitter

ენტონი მარსიალი (5 მატჩი, 3 გოლი)

"წითლების" საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლო თვეს. მან "ლესტერ სიტისთან" მატჩში გახსნა ანგარიში. მოგვიანებით კი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ვესტ ჰემს" გაუტანა ორი გოლი, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგმა ინგლისის თასის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მისი დარტყმულები ერთხელ ძელმა, მეორედ კი ჯოელ უორდმა მოიგერიეს.

უეინ რუნი (5 მატჩი, 1 გოლი)

კაპიტანმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თასის ფინალურ მატჩში და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ნორვიჩთან" შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ მოირგო თავდამსხმელის როლი და თუმცა ვერ გაიტანა გოლი, საგოლე გადაცემა გაუკეთა ხუან მატას. მისი როლი კი მაისში ძირითადად ნახევარმცველობით შემოიფარგლებოდა. "ბორნმუთთან" გატანილ გოლს რუნიმ ეშლი იანგისთვის მიცემული ბრწყინვალე პასი დაურთო და, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა ისიც, რომ მატამ "უემბლიზე" "კრისტალ პალასს" ანგარიში გაუთანაბრა.

ანტონიო ვალენსია (5 მატჩი, 0 გოლი)

ეკვადორელი ვინგერი მუდმივად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გვევლინებოდა და მთელი თვის განმავლობაში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. სწორედ მან მისცა საგოლე გადაცემა ენტონი მარსიალს, რომელმაც "ლესტერს" გაუტანა გოლი და ჩაუწოდა რუნის, რომელმაც მოგვიანებით "ნორვიჩთან" მატას გაატანინა. მცველი ასევე ძალიან ახლოს იყო სეზონის პირველ გოლთან, როცა "ბორნმუთთან" მატჩში შორი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ადამ ფედერიჩიმ მოიგერია. ასევე მისი ნაწილობრივი დამსახურება იყო ჯესი ლინგარდის გოლი, რომელმაც "წითლებს" ინგლისის თასი მოუტანა.

წყარო: manutd.com


ვის მიეცით ხმა?

ენტონი მარსიალი
უეინ რუნი
ანტონიო ვალენსია

სხვა
20 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
25 მაი 2016 23:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Runi udaod
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მაი 2016 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვალენსია!!!! derphappycry


ვხუმრობ რა თქმა უნდა, მაღსიალი საუკეთესო იყო love
0
№3
ავტორი: JuanMata
25 მაი 2016 23:26
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ თვეში რუნიმ დაიმსახურა, თუ რამე კარგი შეტევა იყო, ყველა რუნის დამსახურებით და ორჯერ გოლისგან გვიხსნა :დ
0
№4
ავტორი: nikala2000
25 მაი 2016 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ვალენსია ყველაზე გიჟია ! love
0
№5
ავტორი: Iunaitedi
25 მაი 2016 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Mainc valensia. Shemdeg runi da marsiali. Chemi azrit
0
№6
ავტორი: ikeoni
25 მაი 2016 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chveni kapitanii<3
0
№7
ავტორი: t123123
25 მაი 2016 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
Valensia
0
№8
ავტორი: gela-manchesteri
26 მაი 2016 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
იასნა მარსიალი
0
№9
ავტორი: glory28
26 მაი 2016 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მარსიალი იმსახურებს
0
№10
ავტორი: goga001
26 მაი 2016 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Kaneshna runii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top