მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
ენტონი მარსიალი, უეინ რუნი და ანტონიო ვალენსია მაისში "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები არიან.
ხმის მისაცემი ლინკები:
manutd.com/potm და
twitterენტონი მარსიალი (5 მატჩი, 3 გოლი)"წითლების" საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლო თვეს. მან "ლესტერ სიტისთან" მატჩში გახსნა ანგარიში. მოგვიანებით კი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში "ვესტ ჰემს" გაუტანა ორი გოლი, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგმა ინგლისის თასის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მისი დარტყმულები ერთხელ ძელმა, მეორედ კი ჯოელ უორდმა მოიგერიეს.
უეინ რუნი (5 მატჩი, 1 გოლი)კაპიტანმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თასის ფინალურ მატჩში და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ნორვიჩთან" შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ მოირგო თავდამსხმელის როლი და თუმცა ვერ გაიტანა გოლი, საგოლე გადაცემა გაუკეთა ხუან მატას. მისი როლი კი მაისში ძირითადად ნახევარმცველობით შემოიფარგლებოდა. "ბორნმუთთან" გატანილ გოლს რუნიმ ეშლი იანგისთვის მიცემული ბრწყინვალე პასი დაურთო და, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა ისიც, რომ მატამ "უემბლიზე" "კრისტალ პალასს" ანგარიში გაუთანაბრა.
ანტონიო ვალენსია (5 მატჩი, 0 გოლი)ეკვადორელი ვინგერი მუდმივად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გვევლინებოდა და მთელი თვის განმავლობაში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა. სწორედ მან მისცა საგოლე გადაცემა ენტონი მარსიალს, რომელმაც "ლესტერს" გაუტანა გოლი და ჩაუწოდა რუნის, რომელმაც მოგვიანებით "ნორვიჩთან" მატას გაატანინა. მცველი ასევე ძალიან ახლოს იყო სეზონის პირველ გოლთან, როცა "ბორნმუთთან" მატჩში შორი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ ადამ ფედერიჩიმ მოიგერია. ასევე მისი ნაწილობრივი დამსახურება იყო ჯესი ლინგარდის გოლი, რომელმაც "წითლებს" ინგლისის თასი მოუტანა.
წყარო:
manutd.com