თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2938,
კომენტარები: 18
უილკინსი: "ზლატანი "ოლდ ტრაფორდს" კანტონას შეახსენებს"
რეი უილკინსი იბრაჰიმოვიჩის შესახებ საუბრობს.
უილკინსი:
რეი უილკინსს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით დიდებულ ფეხბურთელს შეიძენს.

მიუხედავად იმისა, რომ შვედს "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტი ჯერ არ შეუთანხმებია, ჭორები იმის შესახებ, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" გადავა, კვლავ აქტუალურია.

"იუნაიტედის" ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ის მეტისმეტად ბებერია 34 წლის ასაკში. ფაქტი კი ის არის, რომ 51 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ საფრანგეთია, მაგრამ იქაც ხომ საჭიროა გატანა. ეს არის საერთაშორისო დონე, ჩემპიონთა ლიგის დონე, ასე რომ, საუკეთესოთა წინააღმდეგ თამაშობს.

ვფიქრობ, მას საჭირო ხასიათი აქვს, თამაშისადმი სწორი მიდგომა. ის "ოლდ ტრაფორდს" კანტონას გაახსენებს. ფეხებში ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს შერჩენილი. ეს კაცი დიდებული შენაძენია, მის შესაძენად კი ფულის გადახდა არ იქნება საჭირო, მხოლოდ მისი ხელფასი.

"იუნაიტედს" ხასიათი, კლუბში ქარიზმის დაბრუნება სჭირდება და ის მათ მისცემს. ალბათ, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, მაგრამ ეს ღირს",
- განაცხადა უილკინსმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
26 მაი 2016 20:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
როდის დაიწყება ახალი სეზონი მოუთმენლად ველი.
0
№2
ავტორი: gela-manchesteri
26 მაი 2016 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მოდი რა ზლატან
0
№3
ავტორი: Phil Jones
26 მაი 2016 20:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხო ამას ბებერი ეძახეთ და ლინგარდს პერსპეკტიული ))) ფაქტია რომ რეშფორდი ჯერ არაა ტოპ კლასის მოთამაშე და გუნდში საჭიროა ერთი ასეთი ტოპ თავდამსხმელი რომელსაც შეცვლის ხოლმე რეშფორდი.
0
№4
ავტორი: PLANeta
26 მაი 2016 20:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
პირად დეტალებს თუ შევათანხმებ განხორხიელდება ეს ტრანსფერი? თუ კლუბთანაცაა საჩალიჩო?
0
№5
ავტორი: Phil Jones
26 მაი 2016 20:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამ წამს რიომ ფეისბუქზე გააიარა და მიულოცა ჟოზეს მსოფლიოს საუკეთესოგუნდის მწვრთნელობა !
0
№6
ავტორი: ikeoni
26 მაი 2016 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Modi ra zlatan
0
№7
ავტორი: PLANeta
26 მაი 2016 21:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: Phil Jones
ამ წამს რიომ ფეისბუქზე გააიარა და მიულოცა ჟოზეს მსოფლიოს საუკეთესოგუნდის მწვრთნელობა !

ინსტაგრამზეც ))
0
№8
ავტორი: Qutaiseli
26 მაი 2016 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: PLANeta
პირად დეტალებს თუ შევათანხმებ განხორხიელდება ეს ტრანსფერი? თუ კლუბთანაცაა საჩალიჩო?

Ara klubtan kontrakti umtavrdeba da agar agrdzelebs.shesabamisad psjstan agaraferi shexeba agar aqvs .tavisufali agenti xdeba..mxolod ibrastan unda shevatanxmot
0
№9
ავტორი: Jorj
26 მაი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ჟოზიტოოოოოოო, ვსო ზლატანაც ჩვენია და ვაფშე ყველა ჩვენია :დ
0
№10
ავტორი: hemi
26 მაი 2016 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ბიჭებო ფეისბუქზე მილოცვები იჩითება იქით აქეთ და აღარ გაოფიციალურდა მოურინიო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top