რეი უილკინსს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით დიდებულ ფეხბურთელს შეიძენს.
მიუხედავად იმისა, რომ შვედს "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტი ჯერ არ შეუთანხმებია, ჭორები იმის შესახებ, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" გადავა, კვლავ აქტუალურია.
"იუნაიტედის" ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ის მეტისმეტად ბებერია 34 წლის ასაკში. ფაქტი კი ის არის, რომ 51 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ საფრანგეთია, მაგრამ იქაც ხომ საჭიროა გატანა. ეს არის საერთაშორისო დონე, ჩემპიონთა ლიგის დონე, ასე რომ, საუკეთესოთა წინააღმდეგ თამაშობს.
ვფიქრობ, მას საჭირო ხასიათი აქვს, თამაშისადმი სწორი მიდგომა. ის "ოლდ ტრაფორდს" კანტონას გაახსენებს. ფეხებში ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს შერჩენილი. ეს კაცი დიდებული შენაძენია, მის შესაძენად კი ფულის გადახდა არ იქნება საჭირო, მხოლოდ მისი ხელფასი.
"იუნაიტედს" ხასიათი, კლუბში ქარიზმის დაბრუნება სჭირდება და ის მათ მისცემს. ალბათ, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, მაგრამ ეს ღირს", - განაცხადა უილკინსმა.