ტედი შერინგემი პორტუგალიელს რჩევას აძლევს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედთან" ერთად ტიტულის მოგების საუკეთესო შესაძლებლობა ევროპის ლიგაზე მიეცემა.
"იუნაიტედმა" ორშაბათს დაადასტურა, რომ ლუი ვან გაალმა კლუბი დატოვა, მიმდინარე კვირაში კი უნდა გამოცხადდეს, რომ მის ადგილს ჟოზე მოურინიო დაიკვებს.
ვან გაალმა "იუნაიტედში" ინგლისის თასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები" მომდევნო სეზონს ევროპის ლიგაზე გაატარებენ.
შერინგემი კი თვლის, რომ ამ ტურნირის მოგება "იუნაიტედს" ყველაზე ადვილად გამოუვა.
"მოურინიოს თავის პირველ სეზონში ტიტულის მოგება გაუჭირდება, ევროპის ლიგა კი საუკეთესო იმედი იქნება.
ამ ტურნირის ეტაპები არც ისე რთულია, ასე რომ, "იუნაიტედმა" მთელი თავისი მონდომება მისკენ უნდა მიმართოს და სასტარტო შემადგენლობაც ამის მიხედვით გაამწესოს.
მას იანვრის სატრანსფერო ბაზარზეც ექნება ფეხბურთელების შეძენის საშუალება, თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, სეზონის დასასრულისკენ "იუნაიტედი" ძალინ მოუმატებს", - განაცხადა ყოფილმა ფორვარდმა.
შერინგემს მიაჩნია, რომ მოურინიოს გამოცდილება, "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებისა, მას კარგ სამსახურს გაუწევს, თუმცა მომდევნო სეზონში ჭიდილი გაუჭირდება.
"პრემიერ ლიგა პირველ სეზონში ზედმეტად შორეული ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" თამაშებს მიმდინარე წელს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს მიხვდები.
თუ ის შეძლებს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. მოურინიომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა. მან იცის, რას ნიშნავს ამ ჩემპიონატის მოგება და ეს უპირატესობას აძლევს პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან", ანტონიო კონტეს "ჩელსისთან" და იურგენ კლოპის "ლივერპულთან" შედარებით - მაგრამ ძალიან რთული იქნება".ვან გაალმა თავისი ზღო იმის გამო, რომ მან კარგი შედეგები ვერ აჩვენა და გუნდისთვის ჩვეულ სტილზე უარი თქვა, შერინგემი კი ელის, რომ მოურინიო უფრო მიიღებს "იუნაიტედის" შემტევ სტილს.
"ვან გაალი მოლოდინის მიხედვით არ მოქმედებდა. სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორმა სხვა მწვრთნელებს, ალბათ, გაურთულა "ოლდ ტრაფორდზე" მისვლა და საქმის კეთება. ახლა მხოლოდ გამარჯვება კი არა, ლამაზი გამარჯვება სჭირდებათ.
მოურინიოს გამარჯვებულის რეპუტაცია აქვს და "იუნაიტედი" თუ რამეს უნდა დაუბრუნდეს, ეს გამარჯვებაა - თან ეს სტილში უნდა გაკეთდეს. მოურინიო საკმაოდ დიდხანს იყო ინგლისში იმისათვის, რომ ეს ესმოდეს.
მან იცის, რას ელის ხალხი. ეს გამარჯვების მენტალიტეტი ყველასთვის ცხადია, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყოს იმისათვის, რომ მისი ფილოსოფია შეცვალოს და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოარგოს".წყარო:
goal.com