თბილისი:
მანჩესტერი:
26-05-2016, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2732,
კომენტარები: 15
შერინგემის რჩევა მოურინიოს
ტედი შერინგემი პორტუგალიელს რჩევას აძლევს.
შერინგემის რჩევა მოურინიოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედთან" ერთად ტიტულის მოგების საუკეთესო შესაძლებლობა ევროპის ლიგაზე მიეცემა.

"იუნაიტედმა" ორშაბათს დაადასტურა, რომ ლუი ვან გაალმა კლუბი დატოვა, მიმდინარე კვირაში კი უნდა გამოცხადდეს, რომ მის ადგილს ჟოზე მოურინიო დაიკვებს.

ვან გაალმა "იუნაიტედში" ინგლისის თასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები" მომდევნო სეზონს ევროპის ლიგაზე გაატარებენ.

შერინგემი კი თვლის, რომ ამ ტურნირის მოგება "იუნაიტედს" ყველაზე ადვილად გამოუვა.

"მოურინიოს თავის პირველ სეზონში ტიტულის მოგება გაუჭირდება, ევროპის ლიგა კი საუკეთესო იმედი იქნება.

ამ ტურნირის ეტაპები არც ისე რთულია, ასე რომ, "იუნაიტედმა" მთელი თავისი მონდომება მისკენ უნდა მიმართოს და სასტარტო შემადგენლობაც ამის მიხედვით გაამწესოს.

მას იანვრის სატრანსფერო ბაზარზეც ექნება ფეხბურთელების შეძენის საშუალება, თუ საჭირო გახდება და იმედი მაქვს, სეზონის დასასრულისკენ "იუნაიტედი" ძალინ მოუმატებს",
- განაცხადა ყოფილმა ფორვარდმა.

შერინგემს მიაჩნია, რომ მოურინიოს გამოცდილება, "ჩელსისთან" ერთად პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებისა, მას კარგ სამსახურს გაუწევს, თუმცა მომდევნო სეზონში ჭიდილი გაუჭირდება.

"პრემიერ ლიგა პირველ სეზონში ზედმეტად შორეული ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს თუ გავითვალისწინებთ "იუნაიტედის" თამაშებს მიმდინარე წელს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს მიხვდები.

თუ ის შეძლებს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. მოურინიომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა. მან იცის, რას ნიშნავს ამ ჩემპიონატის მოგება და ეს უპირატესობას აძლევს პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან", ანტონიო კონტეს "ჩელსისთან" და იურგენ კლოპის "ლივერპულთან" შედარებით - მაგრამ ძალიან რთული იქნება".


ვან გაალმა თავისი ზღო იმის გამო, რომ მან კარგი შედეგები ვერ აჩვენა და გუნდისთვის ჩვეულ სტილზე უარი თქვა, შერინგემი კი ელის, რომ მოურინიო უფრო მიიღებს "იუნაიტედის" შემტევ სტილს.

"ვან გაალი მოლოდინის მიხედვით არ მოქმედებდა. სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორმა სხვა მწვრთნელებს, ალბათ, გაურთულა "ოლდ ტრაფორდზე" მისვლა და საქმის კეთება. ახლა მხოლოდ გამარჯვება კი არა, ლამაზი გამარჯვება სჭირდებათ.

მოურინიოს გამარჯვებულის რეპუტაცია აქვს და "იუნაიტედი" თუ რამეს უნდა დაუბრუნდეს, ეს გამარჯვებაა - თან ეს სტილში უნდა გაკეთდეს. მოურინიო საკმაოდ დიდხანს იყო ინგლისში იმისათვის, რომ ეს ესმოდეს.

მან იცის, რას ელის ხალხი. ეს გამარჯვების მენტალიტეტი ყველასთვის ცხადია, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყოს იმისათვის, რომ მისი ფილოსოფია შეცვალოს და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოარგოს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
26 მაი 2016 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: hemi
კაკრაზ ეს ვთქვი წინა კომენტარებში მინიმუმ მეორე ეპლში შა ევროპა ლიგა მარა ვიბმე მეტყვით გაოფიციალურდა თუ არა მოყრინიოს მოსვლა? ოფიციალურ შაიტზე არ დევს არაფერი მარა აჭრლედა ინტერნეტი, გამიხარდეს თუ არა ანუ მითხარით

Oficialur saitze roca daideba damijere rojodiablos veravin ver daaswrebs aq dadebashi :)
da saertod megobrebo rojodiablo debs 95% siaxleebs marto da am kacs tu ragac gamorcha umnishvnelo da erti aso daaklda da a.sh nu vityvit cuds da piriqit gavamxneot es adamiani. Imitoro dzaan bevrs shromobs da esunda davufasot.

მაგაზე არაა კაცი ლაპარაკი მგონი მართლა ყველა ხედავს რო ძაან აქტიური საიტია და ყველაფერს ცდილობს ადმინი რო დაიდოს სწრაფად სიახლეები, პროსტა მე ხო არ გამომეპარა თქო ბოლო 3 დღეა არ მეცალა კარგად შემოსასვლელად
0
№12
ავტორი: dybbuk
26 მაი 2016 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: hemi
კაკრაზ ეს ვთქვი წინა კომენტარებში მინიმუმ მეორე ეპლში შა ევროპა ლიგა მარა ვიბმე მეტყვით გაოფიციალურდა თუ არა მოყრინიოს მოსვლა? ოფიციალურ შაიტზე არ დევს არაფერი მარა აჭრლედა ინტერნეტი, გამიხარდეს თუ არა ანუ მითხარით

sky-მ დადო ინფო რამოდენიმე საათის წინ რო დღეს გაფორმდა და ხვალ ოფიცილურად გამოცხადდებაო
0
№13
ავტორი: hemi
26 მაი 2016 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: dybbuk
ციტატა: hemi
კაკრაზ ეს ვთქვი წინა კომენტარებში მინიმუმ მეორე ეპლში შა ევროპა ლიგა მარა ვიბმე მეტყვით გაოფიციალურდა თუ არა მოყრინიოს მოსვლა? ოფიციალურ შაიტზე არ დევს არაფერი მარა აჭრლედა ინტერნეტი, გამიხარდეს თუ არა ანუ მითხარით

sky-მ დადო ინფო რამოდენიმე საათის წინ რო დღეს გაფორმდა და ხვალ ოფიცილურად გამოცხადდებაო

გაიხარე მაშინ ველოდები ხვალინდელ დღეს და უკვე დამტკიცებულად გავიხარებ, დიდი იმედიაქ მოუს დს რაღაცა ეიფორიაში ვარ ახლა ერთი სული მაქ ძველ დონეზე დაბრუნდეს იუნაიტედი
0
№14
ავტორი: ikeoni
26 მაი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
ცვეტში ბაზრობს
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
27 მაი 2016 00:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სავარაუდუდ ხვალ გაოფიციალურდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top