"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გაალის შეცვლის შემთხვევაში დიდხანს არ დარჩება.
როგორც მოსალოდნელია, პორტუგალიელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში ჰოლანდიელს შეცვლის. "ჩემთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო უნდა იყო. მოურინიო უკვე არის გამარჯვებული. "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სურთ, მათმა გუნდმა ტიტულისთვის იბრძოლოს, მათ არ სურთ მეხუთეზე ან მეექვსეზე გამსვლელი გუნდი.
როცა მოურინიო კლუბში ამოიწურება, ის კვალს ფეხბურთელებზე ტოვებს, უკმაყოფილო ხდება და გუნდი ეცემა.
არა მგონია, "იუნაიტედში" დიდხანს დარჩეს - ალბათ ორი ან სამი წელი იცოცხლებს კლუბის თაროზე - მაგრამ, როგორც კი წარმატებას მოიტანს, "იუნაიტედის" გულშემატკივრები ბედნიერები იქნებიან.
საფეხბურთო მენეჯმენტის ზეწოლა, მფლობელების, გულშემატკივრებისა და მედიის მოთხოვნა უკვე ნიშნავს, რომ ორ ან სამწლიანი სამსახური უკვე საკმარისია", - განაცხადა ნევილმა.
ნევილმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ქომაგები მოურინიოს უცაბედი გავლენის მოლოდინს შექმნიან. "ის არ არის მწვრთნელი, რომელიც მოვა და იტყვის, ეს გარდაქმნის პერიოდია და მეოთხე ადგილზე გასვლა საკმარისი იქნებაო - ეს არასდროს იქნება საკმარისი "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.
მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანი ვარ და მინდა, მომდევნო სეზონში მათ ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. მასზე სწორედ ასეთი მოთხოვნილება იქნება და დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება.
ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გარკვეული მეთოდით უნდა წვრთნა, მაგრამ თუ ამ შაბლონურ მიდგომას მიიღებ - რაც "ჩელსიში" ბოლო დროს მუშაობისას გამოჩნდა - მოურინიოს სტილს დაკარგავთ.
მას მოსწონს საბრძოლო მენტალიტეტის შექმნა და სერ ალექსიც სწორედ ამას აკეთებდა 26 წლის განმავლობაში. ყოველ გუნდთან დაპირისპირების წინ გვეუბნებოდა, რომ დანარჩენ სამყაროს არ მოვწონდით, ჩვენი დაცემა სურდა და სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაციის საფუძველი უმეტეს მატჩებში.
სერ ალექსს მედიასთან და სხვა მწვრთნელებთან საბრძოლო მიზეზის მოცემა უყვარდა. თუ მოურინიოც ამასვე გააკეთებს, გულშემატკივრები მას გულით შეიყვარებენ".