"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა არ ისურვა თავისი მომავლისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებული ჭორების თაობაზე კომენტარის გაკეთება.
სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოს დღეებში ვან გაალი ჟოზე მოურინიომ უნდა შეცვალოს და ამაზე გავლენას ვერ იქონიებს ტიტული, რომელიც "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასთან" მატჩში მოიგო.
როცა ჰკითხეს, ინგლისის თასის ფინალური მატჩი იქნებოდა თუ არა უკანასკნელი შეხვედრა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვან გაალმა უპასუხა: "შემიძლია თასი გაჩვენოთ. ასეთ საკითხებს არ განვიხილავ ჩემი ჟურნალისტი მეგობრების წინაშე, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მაძევებდნენ.
წასვლაზე საუბარი არ მინდა."
მაგრამ ვან გაალი საშინელ ხასიათზე დადგა, როცა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა გავლენა ინგლისის თასს მის მომავალზე.
"რა თქმა უნდა. როცა აქ პირველად მოვედი, ვთქვი, რომ გარდაქმნის პროცესში ვართ. ჩემი გუნდი უნდა გადამეხალისებინა და ასეც მოვიქეცი. მიუხედავად მრავალი ტრავმისა, რომელიც ამ სეზონში გვქონდა, ჩვენ მაინც მოვიგეთ ტიტული.
ვამაყობ, რომ ვარ პირველი მწვრთნელი, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ძირითადი ტიტული მოიგო და მასთან ერთად სურათიც გადავიღე, რადგან ეს ისტორიაა".
ჯესი ლინგარდის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გაიმარჯვა. ახალგაზრდა ინგლისელმა შეცვლაზე შესვლის შედეგად ხუან მატა, პირველი გოლის ავტორი შეცვალა.
"ყოველი გოლით ბედნიერი ვარ. მე გადავწყვიტე ძირითადი შემადგენლობის მიღმა ჯესის დატოვება, მაგრამ ასევე მე გადავწყვიტე მისით მატას ჩანაცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.
ჩემი ბევრი ჟურნალისტი მეგობარი ამბობდა, რომ დღეს მემფის დეპაი ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა, მაგრამ ასე არ არის, ის მოედანზე იყო. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ფინალური მატჩის მიღმა დარჩა, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა და ეშლი იანგმა ეს დაამტკიცა. მან ითამაშა თავდამსხმელის, ვინგერისა და მარცხენა მცველის პოზიციაზე".