თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2016, 01:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3413,
კომენტარები: 17
ვან გაალის კომენტარი BBC-ს ინფორმაციაზე
ჰოლანდიელი მოურინიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ვან გაალის კომენტარი BBC-ს ინფორმაციაზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა არ ისურვა თავისი მომავლისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებული ჭორების თაობაზე კომენტარის გაკეთება.

სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოს დღეებში ვან გაალი ჟოზე მოურინიომ უნდა შეცვალოს და ამაზე გავლენას ვერ იქონიებს ტიტული, რომელიც "იუნაიტედმა" "კრისტალ პალასთან" მატჩში მოიგო.

როცა ჰკითხეს, ინგლისის თასის ფინალური მატჩი იქნებოდა თუ არა უკანასკნელი შეხვედრა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვან გაალმა უპასუხა: "შემიძლია თასი გაჩვენოთ. ასეთ საკითხებს არ განვიხილავ ჩემი ჟურნალისტი მეგობრების წინაშე, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მაძევებდნენ.

წასვლაზე საუბარი არ მინდა."


მაგრამ ვან გაალი საშინელ ხასიათზე დადგა, როცა ჰკითხეს, ექნებოდა თუ არა გავლენა ინგლისის თასს მის მომავალზე.

"რა თქმა უნდა. როცა აქ პირველად მოვედი, ვთქვი, რომ გარდაქმნის პროცესში ვართ. ჩემი გუნდი უნდა გადამეხალისებინა და ასეც მოვიქეცი. მიუხედავად მრავალი ტრავმისა, რომელიც ამ სეზონში გვქონდა, ჩვენ მაინც მოვიგეთ ტიტული.

ვამაყობ, რომ ვარ პირველი მწვრთნელი, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ ძირითადი ტიტული მოიგო და მასთან ერთად სურათიც გადავიღე, რადგან ეს ისტორიაა".


ჯესი ლინგარდის მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გაიმარჯვა. ახალგაზრდა ინგლისელმა შეცვლაზე შესვლის შედეგად ხუან მატა, პირველი გოლის ავტორი შეცვალა.

"ყოველი გოლით ბედნიერი ვარ. მე გადავწყვიტე ძირითადი შემადგენლობის მიღმა ჯესის დატოვება, მაგრამ ასევე მე გადავწყვიტე მისით მატას ჩანაცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.

ჩემი ბევრი ჟურნალისტი მეგობარი ამბობდა, რომ დღეს მემფის დეპაი ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა, მაგრამ ასე არ არის, ის მოედანზე იყო. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ფინალური მატჩის მიღმა დარჩა, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა და ეშლი იანგმა ეს დაამტკიცა. მან ითამაშა თავდამსხმელის, ვინგერისა და მარცხენა მცველის პოზიციაზე".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
22 მაი 2016 09:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაინც რომ დატოვონ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 მაი 2016 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს იანგს სანამ კარებშიც არ დააყენებს მანამდე მგონი არ წავა recourse wink
0
№13
ავტორი: PLANeta
22 მაი 2016 10:15
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: RojoDiablo
მაინც რომ დატოვონ wink

არიქა
0
№14
ავტორი: kaxeti
22 მაი 2016 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ბიბისი არ მოიტყუება
0
№15
ავტორი: hemi
22 მაი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუ ნუ ატრაკებ ახლა და დროზე აახვიე არ გვაქ შენი ნერვები გვეყო 2 წელი რაც გიყურეთ
0
№16
ავტორი: Memphis_Depay
22 მაი 2016 14:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რატომ არავის გახსენდებათ რომ მოიესს უტიტულოდ არ დაუტოვებია მანჩესტერი ... ინგლისის სუპერ თასი მოიგო,ასე რომ მიღწევებით დიდად არ განსხვავდება ეს ორი მწვრთნელი
0
№17
ავტორი: ikeoni
22 მაი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vnaxot ra moxdeba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top