თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2016, 20:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2119,
კომენტარები: 14
გუნდის მდგომარეობა ფინალის წინ
ლუი ვან გაალმა გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა ფინალის წინ
ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მცველები მარკოს როხო და მატეო დარმიანი ინგლისის თასის ფინალში სათამაშოდ მზად არიან.

დარმიანს 7 მაისს "ნორვიჩთან" მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო როხომ შუა კვირაში "ბორნმუთთან" ჩატარებული მატჩი გამოტოვა.

ეს უკანასკნელი შეხვედრა მორგან შნეიდერლინმა ავადმყოფობის გამო გამოტოვა და ვარჯიშებს ფრანგი ნახევარმცველიც დაუბრუნდა. ხოლო მარუან ფელაინიმ დისკვალიფიკაცია მოიხადა და სათამაშოდ მზად არის.

ვან გაალმა სულ ახლახანს აღნიშნა, რომ საფინალო მატჩში ფეხბურთელების შერჩევა ძალიან გაუჭირდება და აღნიშნული ოთხი ფეხბურთელის დაბრუნება ამ თავსატეხს უფრო ზრდის.

"დიახ, ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება, მაგალითად, როხო, რომელიც ტრავმირებული აღარ არის და დარმიანი, რომელსაც ასევე აღარ აქვს ტრავმა. სავარჯიშო სესია გადაიღეთ და დაინახავდით, რომ ბევრი მოთამაშე მზად არის სათამაშოდ, რაც საქმეს კიდევ უფრო მირთულებს, რადგან ბევრი ფეხბურთელისთვის იმედის გაცრუება მომიწევს.

27-მოთამაშიანი გუნდი გვყავს, ასე რომ, ცხრა ფეხბურთელს უნდა გავუცრუო იმედი. რა თქმა უნდა, ტრავმირებულები ამ ცხრაში შედიან, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი უნდა გავანაწყენო. მერე კი ძირითადი შემადგენლობა უნდა შევარჩიო და უფრო მეტი ფეხბურთელი გავანაწყენო. ზოგ ფეხბურთელს კი ჰგონია, რომ ითამაშებს",
- განაცხადა ვან გაალმა.

როცა ჰკითხეს, თავად მას თუ განუცდია ოდესმე ასეთი იმედგაცრუება, ვან გაალმა უპასუხა: "ერთხელ მეც გამოვცადე ასეთი რამ, როცა "ფეიენოორდთან" არ მათამაშეს, მაგრამ არა სათასო მატჩში. ეს ჩვეუელბრივი შეხვედრა იყო, თუმცა კი დერბი გვქონდა როდერდამის "სპარტაში" თამაშის დროს. ჩემთვის დიდი დარტყმა იყო".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
19 მაი 2016 20:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
როგორც იქნა როხო დაგვიბრუნდა თორემ მის გარეშე გუნდი უსუსურად გამოიყურება. ეს თასი უნდა მოვიგოთ და მერე ვანგაალი გაუშვან თან მიაყოლონ ბევრი ფეხბურთელი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
19 მაი 2016 20:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფინალური მატჩები მეტისმეტად მნიშვნელოვანია და არა მგონია, სწორი იყოს, რომ ბორუიკს ანდოს ფლანგი. ფოსუ-მენსაზეც ეგ ვთქვი, როცა "ევერტონთან" შემადგენლობაში მოხვედრაზე წავიდა ლაპარაკი და კი ვნახეთ, როგორც ითამაშა. როხო საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც გამოცდილი ჰქვია, ყოველ შემთხვევაში, შედარებით მაინც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2016 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მთავარია როხო გამოჯანმრთელებულა და მეტი რაღა გვინდა
0
№4
ავტორი: ikeoni
19 მაი 2016 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
მოვიგეეებთ am
0
№5
ავტორი: Iunaitedi
19 მაი 2016 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
იმდენი გამორჩეული ფეხბურთელიგვყავს როხოს და ლინგარდსი თამადობით რო უჭირს არჩევა რაქნას winked
0
№6
ავტორი: PLANeta
19 მაი 2016 21:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ერთი კითხვა მაქვს ვან გაალი რა პოზიციაზე თამაშობდა და როგორ?
0
№7
ავტორი: zurazura
19 მაი 2016 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: SANDROGRIGA
მთავარია როხო გამოჯანმრთელებულა და მეტი რაღა გვინდა

Raga mamklavs awi :)
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2016 22:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როხოს ყოფნა საერთოდ არაა საჭირო, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ზარალია რასაც ქვია ტიპი. დარმიანი თუ გამოცნდა მარცხენა ფლანგზე გამოჩნდება და ცუდი არ იქნება ალბათ, ვალენსიამ მარჯვენა ფლანგი უკვე ჩაიბარა და კონკურენტი არ ჰყავს ჯერ
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 მაი 2016 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როხო მადარდებდა ყველაზე მეტად და გამიხარა გული ვან გაალმა derpwhy
0
№10
ავტორი: Lee Sharpe
19 მაი 2016 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: PLANeta
ერთი კითხვა მაქვს ვან გაალი რა პოზიციაზე თამაშობდა და როგორ?

უბრალო ფეხბურთელი იყო ნაკრებშიც არ უთამაშია ნახევარდაცვაში თამაშობდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top