თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2887,
კომენტარები: 13
7 ფაქტი თასის ფინალთან დაკავშირებით
ინგლისის თასის ფინალში ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს.
7 ფაქტი თასის ფინალთან დაკავშირებით
ტიტული ყოველ ქვეყანაში

ლუი ვან გაალმა ადრე მოიგო შიდა თასები ჰოლანდიაში, ესპანეთსა და გერმანიაში ანუ ყველგან, სადაც მწვრთნელად უმუშავია. ეს კი გააკეთა "აიაქსის", (KNVB თასი), "ბარსელონასა" (კოპა დელ რეი) და მიუნხენის "ბაიერნის" (DFB-Pokal) თავკაცობისას. ჰოლანდიელს ამ მიღწევის გაგრძელება შაბათს "უემბლიზე" შეუძლია.

"არსენალთან" ჭიდილი

"იუნაიტედმა" თავის ისტორიაში 11-ჯერ მოიგო ინგლისის თასი და "კრისტალ პალასთან" შაბათს გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ "წითლები" "არსენალს" გაუთანაბრდებიან. "მეთოფეებს" ამჟამად ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ აქვთ მოგებული აღნიშნული ჯილდო.

სიის შევსება

უეინ რუნიმ და მაიკლ კერიკმა მოიგეს პრემიერ ლიგა, ლიგის თასი, ქომუნითი შიდლი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიც კი "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში. მაგრამ მათ არასდროს მოუგიათ ინგლისის თასი.

რეშფორდის რეკორდი

მარკუს რეშფორდი შეიძლება გახდეს "იუნაიტედის" მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის თასის ფინალში გოლს გაიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ამას მოახერხებს. აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი 18 წლის, 6 თვისა და 20 დღის იქნება შაბათს, თუმცა ესეც კი უფროსი ასაკია ნორმან უაითსაიდთან შედარებით, რომელიც 18 წლისა და 19 დღის იყო, როცა 1983 წელს "ბრაიტონს" გაუტანა.

გამეორებითი მატჩი

"იუნაიტედი" და "პალასი" ერთმანეთს 1990 წლის ფინალშიც შეხვდნენ, როცა "უემბლიზე" მატჩი 3-3 დასრულდა, გადათამაშებაში კი "იუნაიტედმა" ლი მარტინის გოლით გაიმარჯვა. ეს სერ ალექს ფერგიუსონის პირველი ტიტული იყო "იუნაიტედში", "არწივების" ამჟამინდელი მწვრთნელი ალან პარდიუ კი მაშინ მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში თამაშობდა.

მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი

ტიმოთი ფოსუ-მენსა შეიძლება გახდეს "იუნაიტედის" მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს. ჰოლანდიელი შაბათს 18 წლის, 3 თვისა და 19 დღის იქნება. ნორმან უაითსაიდი ამ რეკორდის მფლობელია, მის შემდეგ კი მოდის ალექს დოუსონი, რომელიც 1985 წლის ფინალში 18 წლის, 2 თვისა და 12 დღის იყო.

ორი ნაცნობი სახე

"კრისტალ პალასს" შეიძლება ორი ყოფილი "ეშმაკი" ჰყავდეს თავის რიგებში შაბათს, თუკი უილფრიდ ზაჰასა და ფრეიზერ კემპბელს ათამაშებს.

წყარო: manutd.com
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
20 მაი 2016 08:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წელს ყველა გადამწყვეტ მატჩებს ხელიდან ვუშვებდით, მაგრამ ეს უკვე ფინალია და წაგების უფლება არ აქვთ. დავიღალე ძველი ჩანაწერებოს ყურებით, მინდა, რმ ახალი მანჩესტერი ვიხილო შემდეგი სეზონიდან და იმედი მაქვს ასე იქნება. ეს თასი ჩვენი უნდა გახდეს GGMU
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 მაი 2016 09:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამის გარდა, მარსიალს შეუძლია რეკორდის მოხსნა, მაგრამ არ წერია რატომღაც.

პირველ სრულ სეზონში აქამდე 17 გოლი ჰქონდათ გატანილი "იუნაიტედის" თინეიჯერ ფეხბურთელებს და ენტონიმ უკვე გაიმეორა ეს შედეგი. შაბათს აბსოლუტური რეკორდის დამყარება შეუძლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: abrama
20 მაი 2016 09:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ციტატა: NINI_ivanishvili
წელს ყველა გადამწყვეტ მატჩებს ხელიდან ვუშვებდით, მაგრამ ეს უკვე ფინალია და წაგების უფლება არ აქვთ. დავიღალე ძველი ჩანაწერებოს ყურებით, მინდა, რმ ახალი მანჩესტერი ვიხილო შემდეგი სეზონიდან და იმედი მაქვს ასე იქნება. ეს თასი ჩვენი უნდა გახდეს GGMU

Eh nini shenc chanawerebit tkbebi xolme chemsavit. :(
0
№4
ავტორი: Iunaitedi
20 მაი 2016 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Comment
ციტატა: abrama
ციტატა: NINI_ivanishvili
წელს ყველა გადამწყვეტ მატჩებს ხელიდან ვუშვებდით, მაგრამ ეს უკვე ფინალია და წაგების უფლება არ აქვთ. დავიღალე ძველი ჩანაწერებოს ყურებით, მინდა, რმ ახალი მანჩესტერი ვიხილო შემდეგი სეზონიდან და იმედი მაქვს ასე იქნება. ეს თასი ჩვენი უნდა გახდეს GGMU

Eh nini shenc chanawerebit tkbebi xolme chemsavit. :(

Vangaalma uinda naxos chanawerebi.
0
№5
ავტორი: Mufc7
20 მაი 2016 10:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კარგად დაგვამახსოვრება იმედია ეს დღე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: smartman
20 მაი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რუნი იმსახურებს ამ ტიტულს
0
№7
ავტორი: hemi
20 მაი 2016 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მთელ გუნდს რო ფეხი მოტყდეს თამაშამდა მაინც უნდა მოვიგოთ მეორე სესტავით
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2016 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ტიტულის დაკარგვა არ შეიძლება, უეჭველი უნდა მოიგონ
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2016 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე-8 ფაქტი ის იქნება, რომ ამ მატჩის მერე ვან გაალი მანჩესტერის მწვრთნელი აღარ იქნება winked
0
№10
ავტორი: ikeoni
20 მაი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia movigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top